სტიქია იმერეთში: დატბორილია სახლები, დანგრეულია გზები

© photo: Sputnik / Stringerწყალდიდობა საქართველოში
წყალდიდობა საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2026
გამოწერა
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზების გაწმენდისა და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.
თბილისი, 28 აგვისტო - Sputnik. უხვმა ნალექმა იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა, იუწყება ქართული მედია.
ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ეზოები და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურაც.
მედიის მიერ და სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს გზის მონაკვეთები, სადაც სავალი ნაწილი ჩამოშლილი და ჩანგრეულია.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფელ ნერგეეთში, სადაც უხვი ნალექის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა.
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზების გაწმენდისა და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.
სტიქიის გამო მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდებაც შეუწყდა. შესაბამისი სამსახურები დაზიანებულ ტერიტორიებზე მუშაობას განაგრძობენ.
ყველა ახალი ამბავი
0