ხარაგაულში სტიქიამ პრობლემების შექმნა

© Kharagauli Municipality Hallსტიქიის შედეგები ხარაგაულში
სტიქიის შედეგები ხარაგაულში - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2026
გამოწერა
მერიის ცნობით, სამუშაოები გაგრძელდება ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც სტიქიის შედეგად გზებზე გადაადგილების პრობლემა შეიქმნა.
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. სტიქიამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა ნაშალი ქვის, ღორღისა და მიწის მასა სოფლების ცენტრალურ და საუბნო გზებზე ჩაიტანა, რის გამოც ცალკეულ მონაკვეთებზე გადაადგილება გართულდა.
© Kharagauli Municipality Hallსტიქიის შედეგები ხარაგაულში
Последствия непогоды в Харагаули, Имерети - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2026
სტიქიის შედეგები ხარაგაულში
მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული სპეციალური ტექნიკა სოფელ ხიდარში მუშაობს. ძლიერი წვიმის შედეგად გზაზე ჩამოტანილი ქვა-ღორღისა და მიწის მასისგან ცენტრალური გზა უკვე გაიწმინდა და გადაადგილება აღდგენილია.
ხიდარში სამუშაოების დასრულების შემდეგ ტექნიკა სოფელ საქარიქედში გააგრძელებს მუშაობას, სადაც უხვი ნალექის შედეგად ასევე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მუნიციპალური სამსახურები და შესაბამისი ტექნიკა სრულ მობილიზებაში რჩება. სამუშაოები გაგრძელდება ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც სტიქიის შედეგად გზებზე გადაადგილების პრობლემა შეიქმნა.
ყველა ახალი ამბავი
0