https://sputnik-georgia.com/20260823/gardacvlili-ipoves-kaci-romelsac-11-wlis-bavsvis-seqsualur-seviwroebasi-adanasaulebdnen-300243070.html
გარდაცვლილი იპოვეს კაცი, რომელსაც 11 წლის ბავშვის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ
გარდაცვლილი იპოვეს კაცი, რომელსაც 11 წლის ბავშვის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ
Sputnik საქართველო
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. 23.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-23T15:51+0400
2026-08-23T15:51+0400
2026-08-23T15:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
იმერეთი
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286257288_0:65:1280:785_1920x0_80_0_0_c8f8434c87c9843b01e2988ae37b15d9.jpg
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. იმერეთში გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელიც 11 წლის გოგონას სექსუალურ შევიწროებაში იყო ეჭვმიტანილი, იუწყება „ტვ პირველი“.გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის დედამ პოლიციას შეატყობინა, რომ კაცი მოზარდს იმ დროს ურეკავდა, როდესაც დარწმუნდებოდა, რომ სახლში არავინ იყო. საეჭვო საუბრის შესახებ გოგონამ დედას უთხრა. მტკიცებულებების მოპოვების და ბავშვის ნაამბობის დადასტურების მიზნით დედამ შვილს ათქმევინა, რომ სახლში მარტო იყო, რის შემდეგაც კაცმა არასრულწლოვანს დაურეკა, საუბარი კი მშობელმა ჩაიწერა. აღნიშნული სატელეფონო საუბარი დედამ სამართამდამცავ ორგანოებს გადასცა.იყო თუ არა დაკავებული მამაკაცი, ჯერჯერობით უცნობია. ოჯახი მისი კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვდა.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
საქართველო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/0c/286257288_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_12632fc69f07cd05e5d357bb939c89c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, იმერეთი , შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, იმერეთი , შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
გარდაცვლილი იპოვეს კაცი, რომელსაც 11 წლის ბავშვის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. იმერეთში გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელიც 11 წლის გოგონას სექსუალურ შევიწროებაში იყო ეჭვმიტანილი, იუწყება „ტვ პირველი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის დედამ პოლიციას შეატყობინა, რომ კაცი მოზარდს იმ დროს ურეკავდა, როდესაც დარწმუნდებოდა, რომ სახლში არავინ იყო. საეჭვო საუბრის შესახებ გოგონამ დედას უთხრა. მტკიცებულებების მოპოვების და ბავშვის ნაამბობის დადასტურების მიზნით დედამ შვილს ათქმევინა, რომ სახლში მარტო იყო, რის შემდეგაც კაცმა არასრულწლოვანს დაურეკა, საუბარი კი მშობელმა ჩაიწერა. აღნიშნული სატელეფონო საუბარი დედამ სამართამდამცავ ორგანოებს გადასცა.
იყო თუ არა დაკავებული მამაკაცი, ჯერჯერობით უცნობია. ოჯახი მისი კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.