https://sputnik-georgia.com/20260829/bardatsi-stiqiis-sedegebs-itvlian-adgilze-ministri-imyofeboda-300344149.html
ბაღდათში სტიქიის შედეგებს ითვლიან - ადგილზე მინისტრი იმყოფებოდა
ბაღდათში სტიქიის შედეგებს ითვლიან - ადგილზე მინისტრი იმყოფებოდა
Sputnik საქართველო
რევაზ სოხაძემ სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და საჭირო სამუშაოების დროულად განხორციელების შესახებ... 29.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-29T11:21+0400
2026-08-29T11:21+0400
2026-08-29T11:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
იმერეთი
სტიქიური მოვლენები
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/1c/300338914_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_6bd7f18a56f949f3a8b923cd6243e35b.jpg
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ბაღდათში სტიქიის შედეგად რამდენიმე ათეული ოჯახი დაზარალდა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც - ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე იმყოფებოდა.ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო ბაღდათის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანსა და სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას.რევაზ სოხაძემ სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და საჭირო სამუშაოების დროულად განხორციელების შესახებ შესაბამისი დავალებები მისცა.როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში უწყვეტად მუშაობს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ მობილიზებული რამდენიმე ათეული მძიმე და სპეციალური ტექნიკა. შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, სამუშაოებში ჩართული არიან კონტრაქტორი კომპანიების ტექნიკური ჯგუფებიც. მიმდინარეობს გზებისა და ქუჩების გაწმენდა, დაზიანებული ტერიტორიების მოწესრიგება და შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები.„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებული ოჯახების დახმარება. რამდენიმე ოჯახი ადგილზე მოვინახულეთ. ეზოებსა და საცხოვრებელ სახლებში შეტანილია ნაშალი მასალა. მაქსიმალურად დავეხმარებით თითოეულ ოჯახს, რომ უმოკლეს ვადაში გაიწმინდოს მათი საცხოვრებელი გარემო, ტერიტორიიდან სრულად გავიტანოთ ნაშალი მასალა და გაიწმინდოს შესაბამისი არხები და კომუნიკაციები, რათა წყლის თავისუფლად გატარება იყოს შესაძლებელი. ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად არის მობილიზებული და დაზარალებულ ოჯახებს საჭიროების შესაბამისად დაეხმარება”, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.მინისტრის თქმით, სტიქიამ დააზიანა ქალაქ ბაღდათში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის ფარგლებში შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ნაწილი. მისივე ინფორმაციით, კონტრაქტორ კომპანიასთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განისაზღვრა პირველ ეტაპზე განსახორციელებელი ღონისძიებები - დროებით მოწესრიგდება დაზიანებული გზის მონაკვეთები, რათა უზრუნველყოფილი იყოს შეუფერხებელი გადაადგილება, რის შემდეგაც დაიწყება სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა.უწყების ინფორმაციით, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მობილიზებული ტექნიკისა და შესაბამისი სამსახურების მუშაობა დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამდე გაგრძელდება.
საქართველო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/1c/300338914_256:0:1792:1152_1920x0_80_0_0_9354fb20fa45e86066e27e5122517c90.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, იმერეთი , სტიქიური მოვლენები, ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, იმერეთი , სტიქიური მოვლენები, ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ბაღდათში სტიქიის შედეგებს ითვლიან - ადგილზე მინისტრი იმყოფებოდა
რევაზ სოხაძემ სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და საჭირო სამუშაოების დროულად განხორციელების შესახებ შესაბამისი დავალებები მისცა.
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ბაღდათში სტიქიის შედეგად რამდენიმე ათეული ოჯახი დაზარალდა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც - ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე იმყოფებოდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო ბაღდათის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანსა და სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას.
რევაზ სოხაძემ სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და საჭირო სამუშაოების დროულად განხორციელების შესახებ შესაბამისი დავალებები მისცა.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში უწყვეტად მუშაობს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ მობილიზებული რამდენიმე ათეული მძიმე და სპეციალური ტექნიკა. შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, სამუშაოებში ჩართული არიან კონტრაქტორი კომპანიების ტექნიკური ჯგუფებიც. მიმდინარეობს გზებისა და ქუჩების გაწმენდა, დაზიანებული ტერიტორიების მოწესრიგება და შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებული ოჯახების დახმარება. რამდენიმე ოჯახი ადგილზე მოვინახულეთ. ეზოებსა და საცხოვრებელ სახლებში შეტანილია ნაშალი მასალა. მაქსიმალურად დავეხმარებით თითოეულ ოჯახს, რომ უმოკლეს ვადაში გაიწმინდოს მათი საცხოვრებელი გარემო, ტერიტორიიდან სრულად გავიტანოთ ნაშალი მასალა და გაიწმინდოს შესაბამისი არხები და კომუნიკაციები, რათა წყლის თავისუფლად გატარება იყოს შესაძლებელი. ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად არის მობილიზებული და დაზარალებულ ოჯახებს საჭიროების შესაბამისად დაეხმარება”, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის თქმით, სტიქიამ დააზიანა ქალაქ ბაღდათში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის ფარგლებში შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ნაწილი. მისივე ინფორმაციით, კონტრაქტორ კომპანიასთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განისაზღვრა პირველ ეტაპზე განსახორციელებელი ღონისძიებები - დროებით მოწესრიგდება დაზიანებული გზის მონაკვეთები, რათა უზრუნველყოფილი იყოს შეუფერხებელი გადაადგილება, რის შემდეგაც დაიწყება სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა.
უწყების ინფორმაციით, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მობილიზებული ტექნიკისა და შესაბამისი სამსახურების მუშაობა დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამდე გაგრძელდება.