https://sputnik-georgia.com/20260716/konkurenciis-saagentom-imeretsi-erterti-klinika-daajarima-299665799.html
კონკურენციის სააგენტომ იმერეთში ერთ-ერთი კლინიკა დააჯარიმა
კონკურენციის სააგენტომ იმერეთში ერთ-ერთი კლინიკა დააჯარიმა
Sputnik საქართველო
GCCA-მა იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო 8 000 ლარით დააჯარიმა. 16.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-16T13:40+0400
2026-07-16T13:40+0400
2026-07-16T13:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
კონკურენციის სააგენტო
იმერეთი
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24119/03/241190386_0:32:4032:2300_1920x0_80_0_0_f6286592278870f59cf7fcd963137b4b.jpg
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო შპს „იმერმედი" - იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი) 8.000 ლარით დააჯარიმა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად სააგენტომ კომპანიისგან ინფორმაცია გამოითხოვა. კანონმდებლობის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ეკონომიკური აგენტისგან გამოითხოვოს საჭირო, მათ შორის კონფიდენციალური ინფორმაცია და განსაზღვროს მისი მიწოდების გონივრული ვადა. სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის, აგრეთვე სააგენტოსთვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში იურიდიული პირი 3.000, ხოლო ფიზიკური პირი - 1.000 ლარით ჯარიმდება. ჯარიმის დაკისრება პირს მოთხოვნილი ინფორმაციის სააგენტოში წარდგენის ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ამასთან, სააგენტოს მიერ ხელახლა განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში იურიდიულ პირს დამატებით 5.000 ლარის, ხოლო ფიზიკურ პირს - 3.000 ლარის ოდენობის ჯარიმა ეკისრება.
საქართველო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24119/03/241190386_462:0:3570:2331_1920x0_80_0_0_54d792c1445dbcaeb61586b306fa26da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, კონკურენციის სააგენტო, იმერეთი , ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, კონკურენციის სააგენტო, იმერეთი , ჯანდაცვა საქართველოში
კონკურენციის სააგენტომ იმერეთში ერთ-ერთი კლინიკა დააჯარიმა
GCCA-მა იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო 8 000 ლარით დააჯარიმა.
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო შპს „იმერმედი" - იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი) 8.000 ლარით დააჯარიმა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად სააგენტომ კომპანიისგან ინფორმაცია გამოითხოვა.
„ეკონომიკურმა აგენტმა სააგენტოს მოთხოვნილი ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ წარუდგინა და უწყებასთან არ ითანამშრომლა. მოგვიანებით, კომპანიამ სააგენტოს განმეორებითი მოთხოვნაც უგულებელყო. შესაბამისად, ეკონომიკური აგენტი ორჯერ, ჯამში 8.000 ლარით დაჯარიმდა", - აღნიშულია ინფორმაციაში.
კანონმდებლობის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ეკონომიკური აგენტისგან გამოითხოვოს საჭირო, მათ შორის კონფიდენციალური ინფორმაცია და განსაზღვროს მისი მიწოდების გონივრული ვადა.
სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის, აგრეთვე სააგენტოსთვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში იურიდიული პირი 3.000, ხოლო ფიზიკური პირი - 1.000 ლარით ჯარიმდება.
ჯარიმის დაკისრება პირს მოთხოვნილი ინფორმაციის სააგენტოში წარდგენის ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.
ამასთან, სააგენტოს მიერ ხელახლა განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში იურიდიულ პირს დამატებით 5.000 ლარის, ხოლო ფიზიკურ პირს - 3.000 ლარის ოდენობის ჯარიმა ეკისრება.