დანაღმული ავტომანქანა ოთხშაბათს თურქეთის დედაქალაქის ცენტრში, პარლამენტისა და გენშტაბის შენობების მახლობლად აფეთქდა. აფეთქება მაშინ მოხდა, როცა შუქნიშანზე სატვირთო ავტომობილი გაჩერდა, რომელსაც გენშტაბის პერსონალი — თურქი სამხედროები გადაჰყავდა.