ანკარაში მომხდარი ტერაქტისას 30-ზე მეტი დაშავებული სტაციონარულ მკურნალობას გადის

© REUTERS / UMIT BEKTASანკარაში ტერაქტი მოხდა
ანკარაში ტერაქტი მოხდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის დედაქალაქის ცენტრში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა, 61 კი - დაიჭრა. სამხედრო ჰოსპიტალში რვა ადამიანი მკურნალობს, ხოლო სამოქალაქო საავადმყოფოებში - 23, იუწყება თურქეთის გენერალური შტაბი.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ანკარაში მომხდარი ტერაქტისას დაშავებული 30 ადამიანი საავადმყოფოებიდან გაწერეს, ხოლო 31 სტაციონარულ მკურნალობას განაგრძობს, იუწყება ხუთშაბათს თურქეთის გენერალური შტაბი.

დანაღმული ავტომანქანა ოთხშაბათს თურქეთის დედაქალაქის ცენტრში, პარლამენტისა და გენშტაბის შენობების მახლობლად, თბილისის დროით 20:31 წუთზე აფეთქდა, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა შუქნიშანზე სატვირთო ავტომობილი გაჩერდა, რომელსაც გენშტაბის პერსონალი — თურქი სამხედროები გადაჰყავდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 28 ადამიანი, დაიჭრა — 61. ტერაქტს ძირითადად სამხედრო მოსამსახურეები ემსხვერპლნენ. დაშავებულთა შორის არიან ანკარის მცხოვრებნიც, რომლებიც იმ დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.

„ანკარაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაჭრილი 61 ადამიანიდან 30 საავადმყოფოებიდან გაწერეს. რვა ადამიანი სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობას განაგრძობს, ხოლო 23 — სამოქალაქო საავადმყოფოებში. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, — ნათქვამია სამხედრო უწყების განცხადებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0