თურქეთის ხელისუფლება ანკარაში მომხდარ აფეთქებას ტერაქტს უწოდებს

© AP Photo / Lefteris Pitarakisთურქი პოლიციელები, არქივის ფოტო
თურქი პოლიციელები, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლების ინფორმაციით აფეთქდა დანაღმული ავტომობილი, აფეთქების სედეგად დაღუპულია სულ ცოტა 5 ადამიანი. მმართველი პარტიის წარმომადგენელმა განაცხადა რომ ანკარაში ტერაქტი მოხდა.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ანკარის ცენტრში მომხდარი აფეთქება ტერაქტია, განაცხადა თურქეთში მმართველი პარტიის სამართლიანობა და განვითარება  პრეს-მდივანმა ომარ ჩელიკმა ოთხშაბათს. 

„ტერაქტის განხორციელება მაცხოვრებლებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონში, კიდევ ერთხელ აჩვენებს ტერორიზმის სულმდაბალ სახეს“, ციტირებს ჩელიკს CNN Turk.

აფეთქება თბილისის დროით 20:30 საათზე მოხდა, თურქეთის დედაქალაქის ცენტრალურ რაიონში კიზილაი, თურქეთის გენერალური შტაბის შენობიდან და სამხედროების საერთო საცხოვრებლიდან 300 მეტრში, როცა იქ სამხედრო მანქანამ ჩაიარა. წინასწარი მონაცემებით, დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად, ხუთი კაცი დაიღუპა და ათმა დაზიანება მიიღო. აფეთქების ადგილას ხანძარია. იწვის სამი ავტომანქანა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო მანქანები. პოლიციამ ალყაში მოაქცია შემთხვევის ადგილი. ქალაქის თავზე ვერტმფრენები ტრიალებს. 


ყველა ახალი ამბავი
0