სირიელი ქურთები ანკარაში ტერაქტის ორგანიზების ბრალდებას უარყოფენ

© REUTERS / UMIT BEKTASთურქეთის პოლიციის ოფიცრები
თურქეთის პოლიციის ოფიცრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბრალდებები, რომელმაც ანკარაში მომხდარი ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა სირიელ ქურთებს დააკისრა, უსაფუძვლოა, განაცხადა პარტია „დემოკრატიული კავშირის“ ლიდერმა სალიჰ მუსლიმ მუჰამედმა და აღნიშნა, რომ ტერაქტის უკან „ისლამური სახელმწიფო“ დგას.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ქურთთა თავდაცვის რაზმებს ანკარაში აფეთქება არ მოუწყვიათ, ამაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ხელი ურევია, განუცხადა სააგენტო „რია ნოვოსტის“ ქურთების პარტია „დემოკრატიული კავშირის“ ლიდერმა სალიჰ მუსლიმ მუჰამედმა.

თურქეთის სამხედრო მოსამსახურეები - Sputnik საქართველო
თურქეთის პრემიერი: ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დაკავებულია

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავითოღლუმ ხუთშაბათს ანკარაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა სირიელი ქურთების „დემოკრატიული კავშირის პარტიას“ დააკისრა.

„ეს სრული სიცრუეა. ქურთებს არანაირი კავშირი არა აქვთ იმასთან, რაც ანკარაში მოხდა. იქ მომხდარი თურქეთის „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას უკავშირდება. ამ დაჯგუფების ელემენტები თურქეთში ცხოვრობენ“, — განაცხადა სალიჰ მუსლიმმა.

დანაღმული ავტომანქანა ოთხშაბათს თურქეთის დედაქალაქის ცენტრში, პარლამენტისა და გენშტაბის შენობების მახლობლად, თბილისის დროით 20:31 წუთზე აფეთქდა, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა შუქნიშანზე სატვირთო ავტომობილი გაჩერდა, რომელსაც გენშტაბის პერსონალი — თურქი სამხედროები გადაჰყავდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 28 ადამიანი, დაიჭრა — 61. ტერაქტს ძირითადად სამხედრო მოსამსახურეები ემსხვერპლნენ. დაშავებულთა შორის არიან ანკარის მცხოვრებნიც, რომლებიც იმ დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0