თურქეთის პრემიერმა ანკარის ტერაქტში სირიელი ქურთები დაადანაშაულა

© REUTERS / UMIT BEKTASტერაქტის ადგილი ანკარაში
ტერაქტის ადგილი ანკარაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჰმეთ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ უკვე ცნობილია ანკარის ტერაქტის შემსრულებლების ვინაობა, რომლებიც სირიელი ქურთების პარტია „დემოკრატიული კავშირის“ წევრები არიან.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ანკარის ტერაქტზე პასუხისმგებლობა სირიელი ქურთების პარტია „დემოკრატიული კავშირის“ წევრებს დააკისრა.

რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
ტერაქტის გამო ერდოღანმა აზერბაიჯანში ვიზიტი გადადო

„მე ვესაუბრე პრეზიდენტს, ღამით ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია სადაზვერვო სამსახურისგან. ტერაქტის შემსრულებელთა ვინაობა ცნობილია. ეს თავდაცვის ძალებთან დაკავშირებული ხალხია. ტერაქტის უშუალო შემსრულებელი სირიელი სალიჰ ნეჯარია. უახლოეს ვადებში გახდება ცნობილი ტერაქტის ყველა დეტალი. გამოძიების ფარგლებში უკვე დაკავებულია ცხრა ადამიანი“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ: დანაღმული ავტომობილი 17 თებერვალს აფეთქდა ანკარაში პარლამენტისა და გენერალური შტაბის სიახლოვეს. ეს სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც თურქეთის გენერალური შტაბის პერსონალით სავსე ტრანსპორტი შუქნიშნის წითელ შუქზე გაჩერდა. ტერაქტს 28 ადამიანი ემსხვერპლა, 61 კი დაიჭრა.



ყველა ახალი ამბავი
0