თურქეთის პრემიერი: ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დაკავებულია

© REUTERS / UMIT BEKTASთურქეთის სამხედრო მოსამსახურეები
თურქეთის სამხედრო მოსამსახურეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დანაღმული ავტომანქანა ოთხშაბათს თურქეთის დედაქალაქის ცენტრში, პარლამენტისა და გენშტაბის შენობების მახლობლად აფეთქდა. ტერაქტის მოწყობაში სირიელ ქურთთა პარტიაა ეჭვმიტანილი.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმეთ დავითოღლუს განცხადებით, ანკარაში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი უკვე დაკავებულია.

„გამოძიების ფარგლებში ცხრა ადამიანია დაკავებული“, — განაცხადა დავითოღლუმ.

დანაღმული ავტომანქანა ოთხშაბათს თურქეთის დედაქალაქის ცენტრში, პარლამენტისა და გენშტაბის შენობების მახლობლად, თბილისის დროით 20:31 წუთზე აფეთქდა, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა შუქნიშანზე სატვირთო ავტომობილი გაჩერდა, რომელსაც გენშტაბის პერსონალი — თურქი სამხედროები გადაჰყავდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 28 ადამიანი, დაიჭრა — 61. ტერაქტს ძირითადად სამხედრო მოსამსახურეები ემსხვერპლნენ. დაშავებულთა შორის არიან ანკარის მცხოვრებნიც, რომლებიც იმ დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.



ყველა ახალი ამბავი
0