პრეზიდენტი: საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиპრეზიდენტი სასახლე
პრეზიდენტი სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო გმობს ტერორიზმს და მის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს უჭერს მსოფლიოს, ნათქვამია სამძიმრის წერილში.

თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მწუხარება გამოთქვა თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, რომელმაც 28 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დანაღმული ავტომანქანა ოთხშაბათს თურქეთის დედაქალაქის ცენტრში, პარლამენტისა და გენშტაბის შენობების მახლობლად, თბილისის დროით 20:31 წუთზე აფეთქდა. აფეთქება მაშინ მოხდა, როცა შუქნიშანზე სატვირთო ავტომობილი გაჩერდა, რომელსაც გენშტაბის პერსონალი — თურქი სამხედროები გადაჰყავდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 28 ადამიანი, დაიჭრა — 61. ტერაქტს ძირითადად სამხედრო მოსამსახურეები ემსხვერპლნენ. დაშავებულთა შორის არიან ანკარის მცხოვრებნიც, რომლებიც იმ დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.

„საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით მსოფლიოს ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში“, — ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

ქართველი ხალხი, ამ მძიმე წუთებში, თანაუგრძნობს მეგობარ თურქ ხალხს,  აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.


ყველა ახალი ამბავი
0