საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთს უსამძიმრებს

© REUTERS / UMIT BEKTASტერაქტის ადგილი, ანკარა
ტერაქტის ადგილი, ანკარა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი კვირიკაშვილმა თანაგრძნობა გამოხატა თურქეთის მთავრობის, თურქი ხალხისა და ყველა ადამიანის მიმართ, რომლებსაც ტერორიზმი კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად მიაჩნიათ.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მწუხარება გამოთქვა ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო და თანაგრძნობა გამოხატა თურქეთის მთავრობისა და ხალხის მიმართ.

ანკარა - Sputnik საქართველო
მსოფლიო ლიდერებმა ანკარაში მომხდარი ტერაქტი დაგმეს

შეგახსენებთ: დანაღმული ავტომობილი გუშინ აფეთქდა ანკარაში პარლამენტისა და გენერალური შტაბის სიახლოვეს. ეს სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც თურქეთის გენერალური შტაბის პერსონალით სავსე ტრანსპორტი შუქნიშნის წითელ შუქზე გაჩერდა. ტერაქტს 28 ადამიანი ემსხვერპლა, 61 კი დაიჭრა.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ჩვენი მეგობარი ქვეყნის მთავრობას, თურქ ხალხს და ყველა ადამიანს, ვისთვისაც ტერორიზმი არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე“, — ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

გიორგი კვირიკაშვილი წერილში ასევე აღნიშნავს, რომ „ცივილიზებული მსოფლიო ერთიანი ძალებით შეძლებს გაუმკლავდეს ამ უდიდეს ბოროტებას“.

ყველა ახალი ამბავი
0