მსოფლიო ლიდერებმა ანკარაში მომხდარი ტერაქტი დაგმეს

© REUTERS / UMIT BEKTASანკარა
ანკარა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოს ქვეყნები ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდამხარ დგანან, განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ევროკავშირმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. მსოფლიო ლიდერებმა  ანკარაში მომხდარი ტერაქტი დაგმეს, რომელმაც, ბოლო მონაცემებით, 28 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ასევე მხარდაჭერა გამოუცხადეს თურქეთის ხელისუფლებასა და მოსახლეობას.

დანაღმული ავტომანქანა თურქეთის დედაქალაქის ცენტრში, პარლამენტისა და გენშტაბის შენობების მახლობლად, თბილისის დროით 20:31 წუთზე აფეთქდა, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა შუქნიშანზე სატვირთო ავტომობილი გაჩერდა, რომელსაც გენშტაბის პერსონალი — თურქი სამხედროები გადაჰყავდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 28 ადამიანი, ხოლო 61 — დაიჭრა.

თურქმა ჯარისკაცებმა ტერაქტის ადგილი ანკარაში ალყაში მოაქციეს - Sputnik საქართველო
ანკარაში ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა „დაგმო საზარელი ტერაქტი“, რომელმაც მრავალის სიცოცხლე შეიწირა, აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე. „ის თურქეთის ხელისუფლებასა და თურქ ხალხს ამ ახალი გამოცდის წინ თავის მხარდაჭერას უცხადებს“, — აღნიშნულია განცხადებაში.

„ღრმა სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და თურქ ხალხს. ჩემი ფიქრები ასევე დაჭრილებთან არის. ასეთ საშინელ აქტებს გამართლება არა აქვს. ნატოს ქვეყნები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთმანეთის გვერდით დგანან“, — განაცხადა თავის მხრივ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისარმა გაფართოებისა და მეზობლობის ევროპული პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, სადაც ასევე თურქ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.

გიორგი მარგველაშვილი და მევლუტ ჩავუშოღლუ - Sputnik საქართველო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

 „დღეს კიდევ ერთი საშინელი შეტევა მოხდა ანკარის ცენტრში. ევროკავშირი სამძიმარს უცხადებს ტერაქტისას დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს. სრულ თანაგრძნობას ვუცხადებთ თურქ ხალხსა და ხელისუფლებას. ამ რთულ პერიოდში თურქეთთან ერთად მხარს ვუჭერთ ყველას, ვინც ამ ძალადობისა და ტერორიზმის შედეგად დაზარალდა“, — ციტირებს განცხადებას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური საქმიანობის ევროპული სამსახური.

ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო სამძიმარს გამოთქვამს ასევე უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. „სევდიანი ამბებია ანკარაში მომხდარ ტერაქტზე. ტერორიზმი გადაწყვეტილება არ არის, არამედ ბოროტებაა, რომელიც უნდა დაიგმოს. უკრაინა თურქეთთან ერთად დგას!“, — დაწერა პოროშენკომ ტვიტერის გვერდზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0