ანკარაში ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

© REUTERS / UMIT BEKTASთურქმა ჯარისკაცებმა ტერაქტის ადგილი ანკარაში ალყაში მოაქციეს
თურქმა ჯარისკაცებმა ტერაქტის ადგილი ანკარაში ალყაში მოაქციეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანკარაში ტერაქტის შედეგად დაშავებული 61 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. თურქეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, აღნიშნული ტერაქტი თავდასხმაა არა მარტო სამხედროებზე, არამედ მთელ თურქ ხალხზე.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ანკარაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28 კაცამდე გაიზარდა, 61-მა ადამიანმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო, განაცხადა თურქეთის ვიცე-პრემიერმა ნუმან კურტულმუშმა პრესკონფერენციაზე.

დანაღმული ავტომანქანა თურქეთის დედაქალაქის ცენტრში თბილისის დროით 20:31 წუთზე აფეთქდა, პარლამენტისა და გენშტაბის შენობების მახლობლად. აფეთქება მაშინ მოხდა, როცა შუქნიშანზე სატვირთო ავტომობილი გაჩერდა, რომელსაც გენშტაბის პერსონალი — თურქი სამხედროები გადაჰყავდა. აფეთქების ადგილას ხანძარი გაჩნდა. ტერაქტის ადგილი ალყაშია მოქცეული, ქალაქის თავზე ვერტმფრენები დაფრინავენ.

თურქი პოლიციელები, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
თურქეთის ხელისუფლება ანკარაში მომხდარ აფეთქებას ტერაქტს უწოდებს

„28 ადამიანი დაიღუპა და 61-მა დაზიანებები მიიღო. დაშავებულები ანკარას სხვადასხვა საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი. ეს არა მხოლოდ თავდასხმაა ჩვენს სამხედროებზე, არამედ მთელს ჩვენს ხალხზე. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ვიპოვოთ ამ ტერაქტის ორგანიზატორები“, —თქვა კურტულმუშმა.

მისი თქმით, ჯერ არ არის ცნობილი ვინ განახორციელა ტერაქტი. გამოძიებას შვიდი პროკურორი ჩაატარებს. მანვე აღნიშნა, რომ  შესაძლოა ბევრმა კიდევ ერთი აფეთქება გაიგონა, მაგრამ ეს არ იყო მეორე ტერაქტი. 

„ეს არ იყო ბომბი, არამედ  შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი საეჭვო პაკეტის  კონტროლირებადი აფეთქება“, — დაამატა მან. 

თურქეთის პრეზიდენტმა ტაიპ ერდოღანმა აზერბაიჯანში ხუთშაბათისთვის დაგეგმილი, ხოლო პრემიერმა ახმეტ დავუტოღლუმ ბრუსელში დაგეგმილი ვიზიტები გადადეს. ანკარაში თურქეთის უშიშროების საბჭოს სხდომა დაიწყო. 


ყველა ახალი ამბავი
0