ტერაქტის გამო ერდოღანმა აზერბაიჯანში ვიზიტი გადადო

© AP Photo / Kayhan Ozerრეჯეფ თაიიფ ერდოღანი
რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანში ვიზიტი გადადო, რის თაობაზეც ტელეფონით თავად აუწყა აზერბაიჯანელ კოლეგას. ვიზიტის გადადების მიზეზი ანკარაში მომხდარი ტერაქტია, რომელსაც 28 ადამიანი ემსხვერპლა.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა აზერბაიჯანში ვიზიტი გადადო, რის შესახებაც თავად აუწყა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს სატელეფონო საუბრისას, — იუწყება „Sputnik აზერბაიჯანი“.

ტერაქტი ანკარაში - Sputnik საქართველო
მედია: ანკარაში ტერაქტი შესაძლოა სირიელმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოახდინა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ერდოღანი თურქეთი-აზერბაიჯანის სტრატეგიული საბჭოს მაღალი დონის მეხუთე სხდომაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რაც ანკარაში მომხდარ ტერორისტულ აქტთანაა დაკავშირებული.
თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა მკაცრად დაგმო ანკარის ტერაქტი და თურქ კოლეგას, ხალხსა და დაღუპულთა ოჯახებს გულწრფელად მიუსამძიმრა თავისი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით.
სახელმწიფოთა მეთაურებმა მოილაპარაკეს, რომ ორი ქვეყნის სტრატეგიული საბჭოს სხდომის თარიღს მოგვიანებით შეათანხმებენ.

სამშაბათს ანკარაში მომხდარი ტერაქტისას 28 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 61 — დაიჭრა.

ტერაქტის ადგილი, ანკარა - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთს უსამძიმრებს

დანაღმული ავტომანქანა თურქეთის დედაქალაქის ცენტრში, პარლამენტისა და გენშტაბის შენობების მახლობლად, თბილისის დროით 20:31 წუთზე აფეთქდა, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა შუქნიშანზე სატვირთო ავტომობილი გაჩერდა, რომელსაც გენშტაბის პერსონალი — თურქი სამხედროები გადაჰყავდა. ტერაქტს ძირითადად სამხედრო მოსამსახურეები ემსხვერპლნენ. დაშავებულთა შორის არიან ანკარის მცხოვრებნიც, რომლებიც იმ დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.


ყველა ახალი ამბავი
0