მედია: ანკარაში ტერაქტი შესაძლოა სირიელმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოახდინა

© REUTERS / STRINGERტერაქტი ანკარაში
ტერაქტი ანკარაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტერორისტ სალიჰ ნეჯარის იდენტიფიცირება თითის ანაბეჭდებით მოხერხდა, რომელიც მას ლტოლვილის სტატუსით დარეგისტრირებისას აუღეს, იუწყება თურქული მედია პოლიციაში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. სირიელი თვითმკვლელი-ტერორისტი სალიჰ ნეჯარი, რომელიც თურქეთში ლტოლვილის სტატუსით ჩამოვიდა, ანკარაში ტერაქტის მოწყობაშია ეჭვმიტანილი. სამშაბათს მომხდარი ტერაქტისას 28 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 61 — დაიჭრა, იუწყება ხუთშაბათს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაზეთ Yeni Safak-ზე დაყრდნობით.

დანაღმული ავტომანქანა თურქეთის დედაქალაქის ცენტრში, პარლამენტისა და გენშტაბის შენობების მახლობლად, თბილისის დროით 20:31 წუთზე აფეთქდა, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა შუქნიშანზე სატვირთო ავტომობილი გაჩერდა, რომელსაც გენშტაბის პერსონალი — თურქი სამხედროები გადაჰყავდა. ტერაქტს ძირითადად სამხედრო მოსამსახურეები ემსხვერპლნენ. დაშავებულთა შორის არიან ანკარის მცხოვრებნიც, რომლებიც იმ დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.

ტერაქტის ადგილი, ანკარა - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთს უსამძიმრებს

ანონიმური წყაროს ინფორმაციით, ტერორისტის იდენტიფიცირება თითების ანაბეჭდების მიხედვით მოახერხეს, რომელიც მას ლტოლვილის სახით რეგისტრაციისას აუღეს.

როგორც ხუთშაბათს გაზეთი Sabah-ი იუწყება, ავტომობილი Volkswagen, რომელიც ანკარის ტერაქტისას გამოიყენეს, დაახლოებით ორი თვის წინ ბურსაში იქირავეს, მაგრამ დამქირავებელმა პირებმა ის დათქმულ ვადაში არ დააბრუნეს. კომპანიამ პოლიციას ავტომანქანის ქურდობის განცხადებით მიმართა. ამის შემდეგ ავტომანქანა იძებნებოდა. გაირკვა, რომ ავტომობილი ათი დღის განმავლობაში ყალბი სანომრე ნიშნებით ანკარაში  იყო. გარე სათვალთვალო კამერების შესწავლამ დაადგინა, რომ 11 თებერვალს მანქანა იმ რაიონში იმყოფებოდა, სადაც ექვსი დღის შემდეგ აფეთქება მოხდა.

ყველა ახალი ამბავი
0