თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში აფეთქება მოხდა, არიან დაჭრილები

© REUTERS / AMMAR ABDULLAHთურქი ჯარისკაცი
თურქი ჯარისკაცი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქ ლიჯეში აფეთქების ადგილას ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი და ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყეს.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა თურქეთის პროვინცია დიარბაქირში სამხედრო ბადრაგის სამოძრაო გზაზე, არიან დაჭრილები, — იუწყება "რია ნოვოსტი" პორტალ Haberturk-ზე დაყრდნობით.

თურქმა ჯარისკაცებმა ტერაქტის ადგილი ანკარაში ალყაში მოაქციეს - Sputnik საქართველო
ანკარაში ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

ინციდენტი ქალაქ ლიჯეს მიდამოებში მოხდა. შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ სასწრაფო დახმარების მანქანები და დიდი რაოდენობით ძალოვანები,  რომლებმაც უკვე დაიწყეს ანტიტერორისტული ოპერაცია.

თურქეთის ხელისუფლებამ 2015 წლის დეკემბერში ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქურთებით დასახლებულ რეგიონებში, ძირითადად, დიარბაქირში, სილოპში, შირნაკში, ნუსაიბინსა და მარდინში კომენდანტის საათი შემოიღო.

თურქეთის გენშტაბის ინფორმაციით, დეკემბრის შუა რიცხვებიდან ამ რაიონებში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციისას 850-ზსე მეტი ქურთი ბოევიკი გაანადგურეს.

ყველა ახალი ამბავი
0