თურქეთის დედაქალაქის ცენტრში, პარლამენტისა და გენშტაბის შენობების მახლობლად, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. იხილეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან.
ანკარაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა, 61-მა ადამიანმა კი სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. გარდაცვლილთა შორის უმეტესობა სამხედრო მოსამსახურეა, დაშვებულთა შორის კი ანკარის რიგითი მოქალაქეები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე აღმოჩნდნენ.
დანაღმული ავტომანქანა თურქეთის დედაქალაქის ცენტრში 17 თებერვალს თბილისის დროით 20:31 წუთზე აფეთქდა. აფეთქება მაშინ მოხდა, როცა შუქნიშანზე სატვირთო ავტომობილი გაჩერდა, რომელსაც გენშტაბის პერსონალი — თურქი სამხედროები გადაჰყავდა. აფეთქების ადგილას ხანძარი გაჩნდა. ტერაქტის ადგილი ალყაშია მოქცეული, ქალაქის თავზე ვერტმფრენები დაფრინავენ, — შემთხვევის ადგილიდან ინფორმაციას მედია ავრცელებს.
17 თებერვლის ტერაქტი თურქეთისთვის ბოლო თვეების განმავლობაში მეოთხეა — გასულ წლის ივლისში სურუჩაში, ოქტომბრის თვეში — ანკარაში, მიმდინარე წლის იანვარში სტამბულში, რომლის დროსაც 150 ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, დაახლოებით 200 თურქი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი ემსხვერპლა სამხედრო ტრანსპორტის აფეთქებას. მაშინ მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობა ქურთების მუშათა პარტიამ აიღო.