06:16 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
თემები
სიუჟეტები

საქართველოს ვირუსები უტევს

საქართველოში სეზონური ვირუსები საზოგადოებისთვის ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მაქსიმალურად დაიცვან თავი იმ ადამიანებისგან, ვისაც ვირუსი აქვს, დაიცვან ჰიგიენა, მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და ა.შ. საქართველოში ბოლო პერიოდში „ღორის გრიპის“,  წითელას და სხვა ვირუსული დაავადებების შედეგად არაერთი ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში 1 იანვრიდან ყველა გეგმური აცრა გახდა სავალდებულო, მათ შორის წითელას აცრაც. საქართველოში 2019 წლის დასაწყისიდან   მარტის ჩათვლით პერიოდში წითელათი დაავადების 2,3 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. სეზონური ვირუსებთან დაკავშირებით ახალ ამბებს გაეცანით „Sputnik - საქართველოს“ ვებ-გვერდზე.