https://sputnik-georgia.com/20240611/saqartveloshi-kivanaxvelas-shemtxvevebi-gaxshirda-288364148.html
საქართველოში ყივანახველას შემთხვევების მკვეთრი მატება ფიქსირდება
საქართველოში ყივანახველას შემთხვევების მკვეთრი მატება ფიქსირდება
Sputnik საქართველო
ქვეყანაში ხელმისაწვდომია ყივანახველას/დიფტერიის/ტეტანუსის სამკომპონენტიანი ვაქცინა. 11.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-11T17:00+0400
2024-06-11T17:00+0400
2024-06-11T17:00+0400
საქართველო
საქართველოს ვირუსები უტევს
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24787/03/247870303_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_a541febb43d6baca9d323c5f86c9b0ff.jpg
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. მიმდინარე წლის იანვრიდან 11 ივნისამდე პერიოდში ყივანახველას რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობამ 687 შეადგინა, გასულ წელს კი სულ 117 შემთხვევა იყო აღრიცხული, განაცხადა იმუნიზაციის ეროვნული საკონსულტაციო ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.ყივანახველა მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ციკლური მიმდინარეობით და სპაზმური ხველებით.ჩხაიძის განცხადებით, ინფიცირების შემთხვევების ზრდის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი პოსტპანდემიურ პერიოდში ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემცირებაა.მისი თქმით, გახანგრძლივდა გრიპის და მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონური პერიოდიც, ამასთან, გრიპის შემთხვევების მატების გამო გაზრდილია კლინიკებში მიმართვიანობა.როგორც ადრე მედიკოსმა აღნიშნა, ყივანახველას დაავადების პირველ ეტაპზე დიაგნოსტიკა ადვილი არ არის: ადრეული სიმპტომები ჩვეულებრივი გაციების მსგავსია. კერძოდ, პირველი ორი კვირის განმავლობაში ყივანახველა ჩვეულებრივი ვირუსივით მიმდინარეობს: იშვიათი ხველა, ცხვირიდან გამონადენი, დაბალი ტემპერატურა. ორი კვირის შემდეგ იწყება მისი კლასიკური სიმპტომები. მწვავე შეტევის ფაზაში სახეზე სიწითლე და ჰაერის უკმარისობა შეინიშნება. შესაძლებელია ასევე სისხლჩაქცევების განვითარება. ყივანახველას დროს ხველა, შესაძლოა, 100 დღემდე გაგრძელდეს.ბავშვთა კლინიკის დირექტორის განმარტებით, ზამთრის პერიოდში უპირატესი A ტიპის გრიპის ვირუსი იყო, მარტი-აპრილის პერიოდსა და მაისის დასაწყისში კი მხოლოდ B ტიპის ვირუსი ფიქსირდებოდა, ამ ეტაპზე კი როგორც A, ისე B ტიპის ვირუსი აღინიშნება.საქართველოში ყივანახველას/დიფტერიის/ტეტანუსის სამკომპონენტიანი ვაქცინაა ხელმისაწვდომი. პირველი აცრა ტარდება ორ წლამდე ასაკში, რის შემდეგაც ვაქცინაცია ყოველ ათ წელიწადში უნდა განმეორდეს.საქართველოს მოქალაქეებისთვის გეგმური ვაქცინაცია უფასოა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24787/03/247870303_254:250:1741:1365_1920x0_80_0_0_65cca2877d767909ef9c4258a064a014.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ვირუსები უტევს , ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ვირუსები უტევს , ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში ყივანახველას შემთხვევების მკვეთრი მატება ფიქსირდება
ქვეყანაში ხელმისაწვდომია ყივანახველას/დიფტერიის/ტეტანუსის სამკომპონენტიანი ვაქცინა.
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. მიმდინარე წლის იანვრიდან 11 ივნისამდე პერიოდში ყივანახველას რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობამ 687 შეადგინა, გასულ წელს კი სულ 117 შემთხვევა იყო აღრიცხული, განაცხადა იმუნიზაციის ეროვნული საკონსულტაციო ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
ყივანახველა მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ციკლური მიმდინარეობით და სპაზმური ხველებით.
ჩხაიძის განცხადებით, ინფიცირების შემთხვევების ზრდის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი პოსტპანდემიურ პერიოდში ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემცირებაა.
„ყივანახველას შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის ერთ-ერთი მიზეზი არის ჩავარდნილი ვაქცინაციის შედეგი. პანდემიის2-3 წლის განმავლობაში ძალიან ბევრმა მშობელმა გადაწყვიტა ვაქცინაციისაგან თავი შეეკავებინა“, - აღნიშნა ჩხაიძემ.
მისი თქმით, გახანგრძლივდა გრიპის და მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონური პერიოდიც, ამასთან, გრიპის შემთხვევების მატების გამო გაზრდილია კლინიკებში მიმართვიანობა.
„საქართველოში ივნისში გრიპის შემთხვევები იმ რაოდენობით დაფიქსირებული არასდროს ყოფილა, რა რაოდენობითაც ახლაა. ახლა გრიპის ვირუსის არსებობა უჩვეულოა. ჯერჯერობით კლინიკებში მომართვიანობა მაღალია, მომართვიანობა მაღალია პირველადი ჯანდაცვის კოვიდდაწესებულებებშიც“, - განაცხადა ჩხაიძემ.
როგორც ადრე მედიკოსმა აღნიშნა, ყივანახველას დაავადების პირველ ეტაპზე დიაგნოსტიკა ადვილი არ არის: ადრეული სიმპტომები ჩვეულებრივი გაციების მსგავსია. კერძოდ, პირველი ორი კვირის განმავლობაში ყივანახველა ჩვეულებრივი ვირუსივით მიმდინარეობს: იშვიათი ხველა, ცხვირიდან გამონადენი, დაბალი ტემპერატურა. ორი კვირის შემდეგ იწყება მისი კლასიკური სიმპტომები. მწვავე შეტევის ფაზაში სახეზე სიწითლე და ჰაერის უკმარისობა შეინიშნება. შესაძლებელია ასევე სისხლჩაქცევების განვითარება. ყივანახველას დროს ხველა, შესაძლოა, 100 დღემდე გაგრძელდეს.
ბავშვთა კლინიკის დირექტორის განმარტებით, ზამთრის პერიოდში უპირატესი A ტიპის გრიპის ვირუსი იყო, მარტი-აპრილის პერიოდსა და მაისის დასაწყისში კი მხოლოდ B ტიპის ვირუსი ფიქსირდებოდა, ამ ეტაპზე კი როგორც A, ისე B ტიპის ვირუსი აღინიშნება.
საქართველოში ყივანახველას/დიფტერიის/ტეტანუსის სამკომპონენტიანი ვაქცინაა ხელმისაწვდომი. პირველი აცრა ტარდება ორ წლამდე ასაკში, რის შემდეგაც ვაქცინაცია ყოველ ათ წელიწადში უნდა განმეორდეს.
საქართველოს მოქალაქეებისთვის გეგმური ვაქცინაცია უფასოა.