https://sputnik-georgia.com/20250121/chxaidze-qveyanashi-cirkulirebs-atze-meti-virusi-291831609.html
ჩხაიძე: ქვეყანაში ცირკულირებს ათზე მეტი ვირუსი - ყველაზე გავრცელებული „ღორის გრიპია“
ჩხაიძე: ქვეყანაში ცირკულირებს ათზე მეტი ვირუსი - ყველაზე გავრცელებული „ღორის გრიპია“
Sputnik საქართველო
ექიმები ვირუსების გავრცელების პიკს იანვრის ბოლოსთვის ელოდებიან. 21.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-21T15:00+0400
2025-01-21T15:00+0400
2025-01-21T15:00+0400
საქართველო
საქართველოს ვირუსები უტევს
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263251834_0:186:3068:1913_1920x0_80_0_0_f83f521a2fa01cbeb9d5eac0796edd98.jpg
თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. დღეს ქვეყანაში ცირკულირებს 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ვირუსი, მათ შორის ყველაზე მეტად საყურადღებოა H1N1, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსი, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.H1N1 არის A ვირუსის ქვეტიპი, რომელიც იწვევს ყველაზე მასშტაბურ ეპიდემიებს. დაავადების მძიმე ფორმას ახასიათებს სწრაფად პროგრესირებადი პირველადი ვირუსული პნევმონია. ბაქტერიული პნევმონიისგან განსხვავებით, მას ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობა არ გააჩნია.ექიმის განცხადებით, ქვეყანაში ასევე გავრცელებულია „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსი, შედარებით ცოტა შემთხვევა ფიქსირდება H3 ტიპის ვირუსის.მისი თქმით, გრიპის შემთხვევების რაოდენობა ყოველკვირეულად მატულობს. გაორმაგებულია იმ პაციენტების რაოდენობაც, რომლებიც კლინიკებს სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებების ნიშნებით მიმართავენ. ასევე მკვეთრად არის გაზრდილი იმ ბავშვების მომართვიანობა, ვისაც ფილტვეის ანთება, მაღალი ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი აღენიშნება.ჩხაიძის რეკომენდაციით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინასთან ერთად, შესაძლებელია სპეციფიკური ანტივირუსული საშუალების „ოზელტამივირის“ გამოყენებაც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს პრეპარატი რაც შეიძლება მალე იყოს დაწყებული იმ პაციენტებში, სადაც დაავადების გართულების ალბათობა მაღალია.ჩხაიძე მაღალი რისკის ჯგუფებს მოუწოდებს, ჩაიტარონ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ამასთან იმყოფებოდნენ მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ. დანარჩენ შემთხვევაში კი სიმპტომური მკურნალობაა მიზანშეწონილი, კერძოდ, მაღალი ტემპერატურის, სახსრების ტკივილის დროს სიცხის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენება და თბილი სითხეების მიღება.„კატეგორიულად მიუღებელია ანტიბიოტიკების გამოყენება, მას მხოლოდ შეუძლია სხვადასხვა გართულების გამოწვევა უამრავი გვერდითი მოვლენის გამო. გრიპის ვირუსის წინააღმდეგ მისი ეფექტურობა ნულის ტოლია“,- აღნიშნა ჩხაიძემ.ქვეყანაში A ტიპის ვირუსების შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს, შესაბამისად, გაზრდილია მიმართვიანობა კლინიკებში. საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში „ღორის გრიპისგან" რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა.„ღორის გრიპისა" და სხვა სეზონური ვირუსების გართულებების პრევენციისთვის, ექიმები საუკეთესო საშუალებად კვლავ ვაქცინაციას ასახელებენ.გრიპის ვირუსის გავრცელების პარალელურად ქვეყანაში კვლავ აქტუალური გახდა კოვიდ-პანდემიის მთავარი ატრიბუტი - პირბადე.ექიმები მოქალაქეებს მოუწოდებენ თავშეყრის ადგილებში გამოვიყენონ პირბადე, მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენის წესები, რადგან გრიპი გადამდებია ზედაპირებთან შეხებითაც, ასევე, სიმპტომების გამოვლენისას თავი შევიკავონ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან.ექიმები ვირუსების გავრცელების პიკს იანვრის ბოლოსთვის ელოდებიან.როგორც ადრე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, გრიპი არ ითვლება უსაფრთხო ვირუსად და ყოველწლიურად მსოფლიოში გრიპის შედეგად 400 ათასიდან 650 ათასამდე გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263251834_299:0:3030:2048_1920x0_80_0_0_18562aa3abb481292ef55c0102585cf5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ვირუსები უტევს , საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ვირუსები უტევს , საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები
ჩხაიძე: ქვეყანაში ცირკულირებს ათზე მეტი ვირუსი - ყველაზე გავრცელებული „ღორის გრიპია“
ექიმები ვირუსების გავრცელების პიკს იანვრის ბოლოსთვის ელოდებიან.
თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. დღეს ქვეყანაში ცირკულირებს 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ვირუსი, მათ შორის ყველაზე მეტად საყურადღებოა H1N1, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსი, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
H1N1 არის A ვირუსის ქვეტიპი, რომელიც იწვევს ყველაზე მასშტაბურ ეპიდემიებს. დაავადების მძიმე ფორმას ახასიათებს სწრაფად პროგრესირებადი პირველადი ვირუსული პნევმონია. ბაქტერიული პნევმონიისგან განსხვავებით, მას ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობა არ გააჩნია.
ექიმის განცხადებით, ქვეყანაში ასევე გავრცელებულია „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსი, შედარებით ცოტა შემთხვევა ფიქსირდება H3 ტიპის ვირუსის.
„ზუსტად დაემთხვა ოთხკომპონენტიანი ვაქცინების შემადგენლობა იმ ვირუსების ცირკულაციას, რაც ქვეყანაშია. ეს ნიშნავს, რომ იმ პაციენტებში, ვინც აცრა გაიკეთა, ვაქცინა მაღალეფექტური იქნება, დაცვის ხარისხი და გართულებების თავიდან აცილების ხარისხი ძალიან მაღალი იქნება“, - აღნიშნა ჩხაიძემ.
მისი თქმით, გრიპის შემთხვევების რაოდენობა ყოველკვირეულად მატულობს. გაორმაგებულია იმ პაციენტების რაოდენობაც, რომლებიც კლინიკებს სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებების ნიშნებით მიმართავენ. ასევე მკვეთრად არის გაზრდილი იმ ბავშვების მომართვიანობა, ვისაც ფილტვეის ანთება, მაღალი ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი აღენიშნება.
„გართულებებით მიმდინარეობა ყველაზე მეტად გრიპს ახასიათებს, ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების შემთხვევები მაღალია. იაშვილის კლინიკაში პრაქტიკულად გაგვიორმაგდა იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც ვაწვენთ სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებების ნიშნებით. ამ პაციენტებს შორის 40% არის ფილტვების ანთებით მიმდინარე, რაც ნიშნავს რომ გრიპის ვირუსი დგას ამ შემთხვევების უკან“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ჩხაიძის რეკომენდაციით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინასთან ერთად, შესაძლებელია სპეციფიკური ანტივირუსული საშუალების „ოზელტამივირის“ გამოყენებაც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს პრეპარატი რაც შეიძლება მალე იყოს დაწყებული იმ პაციენტებში, სადაც დაავადების გართულების ალბათობა მაღალია.
ჩხაიძე მაღალი რისკის ჯგუფებს მოუწოდებს, ჩაიტარონ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ამასთან იმყოფებოდნენ მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ. დანარჩენ შემთხვევაში კი სიმპტომური მკურნალობაა მიზანშეწონილი, კერძოდ, მაღალი ტემპერატურის, სახსრების ტკივილის დროს სიცხის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენება და თბილი სითხეების მიღება.
„კატეგორიულად მიუღებელია ანტიბიოტიკების გამოყენება, მას მხოლოდ შეუძლია სხვადასხვა გართულების გამოწვევა უამრავი გვერდითი მოვლენის გამო. გრიპის ვირუსის წინააღმდეგ მისი ეფექტურობა ნულის ტოლია“,- აღნიშნა ჩხაიძემ.
ქვეყანაში A ტიპის ვირუსების შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს, შესაბამისად, გაზრდილია მიმართვიანობა კლინიკებში. საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში „ღორის გრიპისგან" რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა.
„ღორის გრიპისა" და სხვა სეზონური ვირუსების გართულებების პრევენციისთვის, ექიმები საუკეთესო საშუალებად კვლავ ვაქცინაციას ასახელებენ.
გრიპის ვირუსის გავრცელების პარალელურად ქვეყანაში კვლავ აქტუალური გახდა კოვიდ-პანდემიის მთავარი ატრიბუტი - პირბადე.
ექიმები მოქალაქეებს მოუწოდებენ თავშეყრის ადგილებში გამოვიყენონ პირბადე, მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენის წესები, რადგან გრიპი გადამდებია ზედაპირებთან შეხებითაც, ასევე, სიმპტომების გამოვლენისას თავი შევიკავონ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან.
ექიმები ვირუსების გავრცელების პიკს იანვრის ბოლოსთვის ელოდებიან.
როგორც ადრე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, გრიპი არ ითვლება უსაფრთხო ვირუსად და ყოველწლიურად მსოფლიოში გრიპის შედეგად 400 ათასიდან 650 ათასამდე გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება.