https://sputnik-georgia.com/20240129/goginava-2-kvirashi-gripis-shemtxvevebi-daiklebs-285955102.html
ინფექციონისტი: მომავალი 2 კვირის მანძილზე რესპირაციული ინფექციების შემთხვევები დაიკლებს
ინფექციონისტი: მომავალი 2 კვირის მანძილზე რესპირაციული ინფექციების შემთხვევები დაიკლებს
Sputnik საქართველო
სპეციალისტმა მოსახლეობას სეზონური ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდა 29.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-29T13:09+0400
2024-01-29T13:09+0400
2024-01-29T13:09+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს ვირუსები უტევს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262898337_0:47:3056:1766_1920x0_80_0_0_4b5dcab722bb0ae71feb703344246af6.jpg
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ქვეყნის მასშტაბით გრიპის ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იკლებს, თებერვლიდან სიტუაცია შედარებით დასტაბილურდება, განაცხადა ინფექციონისტმა ალექსამდრე გოგინავამ.ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქართველი ექიმები ვირუსული დაავადებების გავრცელების მკვეთრ ზრდაზე საუბრობენ. მათი თქმით, გადატვირთულია საავადმყოფოები, განსაკუთრებით ბავშვთა განყოფილებები. ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, განსაკუთრებული არაფერი ხდება და ეს ვითარება დამახასიათებელია ვირუსული სეზონისთვის.ინფექციონისტმა მოსახლეობას სიფრთხილისკენ და სპეციალისტების რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.საქართველოში გრიპის ვირუსისგან იანვარში სამი ადამიანი გარდაიცვალა>>>დაავადების დროს ძირითადი რეკომენდაციებია სხეულის ტემპერატურის კონტროლი, დიდი რაოდენობით სითხის მიღება და გართულებების შემთხვევაში ექიმისთვის მიმართვაა - ვირუსებთან ბრძოლის ძირითადი ხერხი კვლავ პირბადე და ვაქცინაციაა.ამ დროისთვის საქართველოში გრიპის ვირუსი მძვინვარებს, რომელზეც ვირუსული დაავადებების შემთხვევების დაახლოებით 43% მოდის. ქვეყანაში, ძირითადად, А ტიპის ვირუსები ცირკულირებს - ვირუსის სიმპტომებად ექიმები მაღალ ტემპერატურას, თავისა და სახსრების ძლიერ ტკივილს, მკვეთრად გამოხატულ სისუსტეს ასახელებენ.შემთხვევების უმეტესობა გამოწვეულია გრიპის ვირუსით, თუმცა საყურადღებოა რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსიც. ამ სეზონზე ასევე გვხვდება ადენოვირუსი და რინოვირუსი, რომლებიც ყოველთვის ცირკულირებენ ამ პერიოდში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262898337_325:0:3056:2048_1920x0_80_0_0_429179b9b5c5d3fc8053f01b21de7553.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს ვირუსები უტევს
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს ვირუსები უტევს
ინფექციონისტი: მომავალი 2 კვირის მანძილზე რესპირაციული ინფექციების შემთხვევები დაიკლებს
სპეციალისტმა მოსახლეობას სეზონური ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდა
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ქვეყნის მასშტაბით გრიპის ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იკლებს, თებერვლიდან სიტუაცია შედარებით დასტაბილურდება, განაცხადა ინფექციონისტმა ალექსამდრე გოგინავამ.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქართველი ექიმები ვირუსული დაავადებების გავრცელების მკვეთრ ზრდაზე საუბრობენ. მათი თქმით, გადატვირთულია საავადმყოფოები, განსაკუთრებით ბავშვთა განყოფილებები. ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, განსაკუთრებული არაფერი ხდება და ეს ვითარება დამახასიათებელია ვირუსული სეზონისთვის.
„ველოდებით, რომ მომავალი 2 კვირის განმავლობაში რესპირაციული ინფექციების შემთხვევები კიდევ უფრო დაიკლებს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსი საერთოდ გაქრება. მარტამდე შესაძლებელია გრიპის შემთხვევები დაფიქსირდეს და არა მარტო გრიპის, სხვა რესპირატორული ინფექციებისაც“, - განაცხადა გოგინავამ.
ინფექციონისტმა მოსახლეობას სიფრთხილისკენ და სპეციალისტების რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.
დაავადების დროს ძირითადი რეკომენდაციებია სხეულის ტემპერატურის კონტროლი, დიდი რაოდენობით სითხის მიღება და გართულებების შემთხვევაში ექიმისთვის მიმართვაა - ვირუსებთან ბრძოლის ძირითადი ხერხი კვლავ პირბადე და ვაქცინაციაა.
ამ დროისთვის საქართველოში გრიპის ვირუსი მძვინვარებს, რომელზეც ვირუსული დაავადებების შემთხვევების დაახლოებით 43% მოდის. ქვეყანაში, ძირითადად, А ტიპის ვირუსები ცირკულირებს - ვირუსის სიმპტომებად ექიმები მაღალ ტემპერატურას, თავისა და სახსრების ძლიერ ტკივილს, მკვეთრად გამოხატულ სისუსტეს ასახელებენ.
შემთხვევების უმეტესობა გამოწვეულია გრიპის ვირუსით, თუმცა საყურადღებოა რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსიც. ამ სეზონზე ასევე გვხვდება ადენოვირუსი და რინოვირუსი, რომლებიც ყოველთვის ცირკულირებენ ამ პერიოდში.