https://sputnik-georgia.com/20240126/ianvarshi-gripis-virusisgan-sami-adamiani-gardaicvala-285919028.html
საქართველოში გრიპის ვირუსისგან იანვარში სამი ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში გრიპის ვირუსისგან იანვარში სამი ადამიანი გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
სპეციალისტმა მოსახლეობას სეზონური ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდა 26.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-26T20:41+0400
2024-01-26T20:41+0400
2024-01-26T20:41+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24876/28/248762808_0:420:2895:2048_1920x0_80_0_0_f533a3d362ca11d4f88ad770532459d9.jpg
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში გრიპის ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა, განაცხადა ქვეყნის მთავარმა ინფექციონოლოგმა თენგიზ ცერცვაძემ.ამ დროისთვის საქართველოში გრიპის ვირუსი მძვინვარებს, რომელზეც ვირუსული დაავადებების შემთხვევების დაახლოებით 43% მოდის.როგორც ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში შემოტანილია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 ათასი დოზა და ადამიანებს შეუძლიათ აიცრან. მარაგი ჯერ კიდევ არის, დასძინა მან.როდემდე გაგრძელდება გრიპის ვირუსის პიკი საქართველოში?>>>მისი თქმით, რესპირატორული დაავადებების მქონე პაციენტების უმეტესობა დაავადების გამოვლენისთანავე იწყებს ანტიბიოტიკების მიღებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ანტიბიოტიკების მიღება მაშინაა საჭირო, როდესაც ვირუსი რთულდება ბაქტერიული ინფექციით.ექსპერტების შეფასებით, საქართველოში გრიპის ვირუსის პიკი იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.დაავადების დროს ძირითადი რეკომენდაციებია სხეულის ტემპერატურის კონტროლი, დიდი რაოდენობით სითხის მიღება და გართულებების შემთხვევაში ექიმისთვის მიმართვაა.მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს, თუ მაღალი სიცხე სამი დღე გრძელდება. თუ არის ჩირქოვანი ხველა ან ნახველში ჩნდება სისხლი, არის ფილტვების ანთების ნიშნები, უარესდება სუნთქვა ან არის ტუჩების გალურჯება, მაშინ ასეთმა პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24876/28/248762808_0:284:2352:2048_1920x0_80_0_0_9854fe52ed42ad4e0ba1584479de8230.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში გრიპის ვირუსისგან იანვარში სამი ადამიანი გარდაიცვალა
სპეციალისტმა მოსახლეობას სეზონური ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდა
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში გრიპის ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა, განაცხადა ქვეყნის მთავარმა ინფექციონოლოგმა თენგიზ ცერცვაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში გრიპის ვირუსი მძვინვარებს, რომელზეც ვირუსული დაავადებების შემთხვევების დაახლოებით 43% მოდის.
„გვქონდა გრიპით გარდაცვალების სამი დადასტურებული შემთხვევა. მაგალითისთვის მოგახსენებთ, რომ აშშ-ში წინა კვირაში გრიპით გარდაცვალების 569 შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლო კვირაში კი - 271. იგივე ამერიკაში „კოვიდით“ გარდაცვალების 410 ფაქტი დაფიქსირდა. საქართველოში „კოვიდით“ გარდაცვალება არ ყოფილა“, - აღნიშნა ცერცვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" ეთერში.
როგორც ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში შემოტანილია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 ათასი დოზა და ადამიანებს შეუძლიათ აიცრან. მარაგი ჯერ კიდევ არის, დასძინა მან.
მისი თქმით, რესპირატორული დაავადებების მქონე პაციენტების უმეტესობა დაავადების გამოვლენისთანავე იწყებს ანტიბიოტიკების მიღებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ანტიბიოტიკების მიღება მაშინაა საჭირო, როდესაც ვირუსი რთულდება ბაქტერიული ინფექციით.
ექსპერტების შეფასებით, საქართველოში გრიპის ვირუსის პიკი იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.
დაავადების დროს ძირითადი რეკომენდაციებია სხეულის ტემპერატურის კონტროლი, დიდი რაოდენობით სითხის მიღება და გართულებების შემთხვევაში ექიმისთვის მიმართვაა.
მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს, თუ მაღალი სიცხე სამი დღე გრძელდება. თუ არის ჩირქოვანი ხველა ან ნახველში ჩნდება სისხლი, არის ფილტვების ანთების ნიშნები, უარესდება სუნთქვა ან არის ტუჩების გალურჯება, მაშინ ასეთმა პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.