https://sputnik-georgia.com/20240122/rodemde-gagrzeldeba-gripis-virusis-piki-saqartveloshi-285809031.html
როდემდე გაგრძელდება გრიპის ვირუსის პიკი საქართველოში?
როდემდე გაგრძელდება გრიპის ვირუსის პიკი საქართველოში?
Sputnik საქართველო
ქვეყანაში, ძირითადად, А ტიპის ვირუსები ცირკულირებს - ვირუსის სიმპტომებად ექიმები მაღალ ტემპერატურას, თავისა და სახსრების ძლიერ ტკივილს, მკვეთრად გამოხატულ... 22.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-22T11:13+0400
2024-01-22T11:13+0400
2024-01-22T11:13+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264701643_0:158:3360:2048_1920x0_80_0_0_4bb24d17aae9124cd30eba3dca7b5975.jpg
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოში გრიპის ვირუსით ავადობის პიკი იანვრის ბოლომდე გაგრძელდება, განაცხადა თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ჟურნალისტებთან.ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქართველი ექიმები ვირუსული დაავადებების გავრცელების მკვეთრ ზრდაზე საუბრობენ. მათი თქმით, გადატვირთულია საავადმყოფოები, განსაკუთრებით ბავშვთა განყოფილებები. ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, განსაკუთრებული არაფერი ხდება და ეს ვითარება დამახასიათებელია ვირუსული სეზონისთვის.ქვეყანაში, ძირითადად, А ტიპის ვირუსები ცირკულირებს - ვირუსის სიმპტომებად ექიმები მაღალ ტემპერატურას, თავისა და სახსრების ძლიერ ტკივილს, მკვეთრად გამოხატულ სისუსტეს ასახელებენ.ამ დროისთვის, შემთხვევების უმეტესობა გამოწვეულია გრიპის ვირუსით, თუმცა საყურადღებოა რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსიც. ამ სეზონზე ასევე გვხვდება ადენოვირუსი და რინოვირუსი, რომლებიც ყოველთვის ცირკულირებენ ამ პერიოდში.მთავარი რეკომენდაციები დაავადების დროს არის სხეულის ტემპერატურის კონტროლი, ბევრი სითხის მიღება და გართულების დროს ექიმთან ვიზიტი.ვირუსებთან ბრძოლის ძირითადი ხერხი კვლავ პირბადე და ვაქცინაციაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264701643_3:0:2734:2048_1920x0_80_0_0_a1d71ebb3aca6b239c0f8557dc73eddb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
როდემდე გაგრძელდება გრიპის ვირუსის პიკი საქართველოში?
ქვეყანაში, ძირითადად, А ტიპის ვირუსები ცირკულირებს - ვირუსის სიმპტომებად ექიმები მაღალ ტემპერატურას, თავისა და სახსრების ძლიერ ტკივილს, მკვეთრად გამოხატულ სისუსტეს ასახელებენ.
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოში გრიპის ვირუსით ავადობის პიკი იანვრის ბოლომდე გაგრძელდება, განაცხადა თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ჟურნალისტებთან.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქართველი ექიმები ვირუსული დაავადებების გავრცელების მკვეთრ ზრდაზე საუბრობენ. მათი თქმით, გადატვირთულია საავადმყოფოები, განსაკუთრებით ბავშვთა განყოფილებები. ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, განსაკუთრებული არაფერი ხდება და ეს ვითარება დამახასიათებელია ვირუსული სეზონისთვის.
„ახლა გრიპის კუთხით შემთხვევების მაქსიმალური ზრდა და, სავარაუდოდ, ასეთი აქტივობა იანვრის ბოლომდე შენარჩუნდება“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ქვეყანაში, ძირითადად, А ტიპის ვირუსები ცირკულირებს - ვირუსის სიმპტომებად ექიმები მაღალ ტემპერატურას, თავისა და სახსრების ძლიერ ტკივილს, მკვეთრად გამოხატულ სისუსტეს ასახელებენ.
ამ დროისთვის, შემთხვევების უმეტესობა გამოწვეულია გრიპის ვირუსით, თუმცა საყურადღებოა რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსიც. ამ სეზონზე ასევე გვხვდება ადენოვირუსი და რინოვირუსი, რომლებიც ყოველთვის ცირკულირებენ ამ პერიოდში.
მთავარი რეკომენდაციები დაავადების დროს არის სხეულის ტემპერატურის კონტროლი, ბევრი სითხის მიღება და გართულების დროს ექიმთან ვიზიტი.
ვირუსებთან ბრძოლის ძირითადი ხერხი კვლავ პირბადე და ვაქცინაციაა.