https://sputnik-georgia.com/20250120/saqartveloshi-goris-gripisgan-ramdenime-adamiani-gardaicvala-291811114.html
საქართველოში „ღორის გრიპისგან" რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში „ღორის გრიპისგან" რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
ექიმები ვირუსების გავრცელების პიკს იანვრის ბოლოსთვის ელოდებიან. 20.01.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-01-20T11:49+0400
2025-01-20T11:49+0400
2025-01-20T11:49+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საქართველოს ვირუსები უტევს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/15/282489555_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_6ff68d9478186cb5ab52f7cd0a1654f6.jpg
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში „ღორის გრიპისგან" რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".H1N1 არის A ვირუსის ქვეტიპი, რომელიც იწვევს ყველაზე მასშტაბურ ეპიდემიებს. დაავადების მძიმე ფორმას ახასიათებს სწრაფად პროგრესირებადი პირველადი ვირუსული პნევმონია. ბაქტერიული პნევმონიისგან განსხვავებით, მას ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობა არ გააჩნია.პაციენტების გარდაცვალების მიზეზი H1N1 ვირუსით გამოწვეული გართულებები და თანმხლები დაავადებები გახდა - არცერთი მათგანი არ იყო აცრილი სეზონურ ვირუსებზე.ქვეყანაში A ტიპის ვირუსების შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს, შესაბამისად, გაზრდილია მიმართვიანობა კლინიკებში.ექიმების თქმით, პაციენტები სტაციონარს ძირითადად ცხელებით მიმართავენ, მაშინ, როდესაც მაღალი ტემპერატურა არ ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას.როგორც მედიკოსები აცხადებენ, „ღორის გრიპის" ანტივირუსული პრეპარატით მკურნალობა ეფექტურია დაავადების პირველ 72 საათში, ამიტომ მოუწოდებენ პაციენტებს დროულად მიმართონ ექიმს და არ დაიწყონ თვითმკურნალობა.ექიმების თქმით, განსაკუთრებით გახშირდა გრიპის ვირუსის გართულებების შემთხვევები ბავშვებში. რისკ-ჯგუფში შედიან 2 წლამდე ბავშვები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. პედიატრიულ განყოფილებებში მყოფი პაციენტების 52%-ს, სწორედ „ღორის გრიპის" დადასტურებული შემთხვევები წარმოადგენს.ვირუსის ფონზე კლინიკაში მოთავსებული არასრულწლოვანების უმრავლესობას განუვითარდა პნევმონია, თუმცა არის სხვა გართულებების ფართო სპექტრიც.„ღორის გრიპისა" და სხვა სეზონური ვირუსების გართულებების პრევენციისთვის, ექიმები საუკეთესო საშუალებად კვლავ ვაქცინაციას ასახელებენ. გრიპის ვირუსის გავრცელების პარალელურად ქვეყანაში კვლავ აქტუალური გახდა კოვიდ-პანდემიის მთავარი ატრიბუტი - პირბადე.ექიმები მოქალაქეებს მოუწოდებენ თავშეყრის ადგილებში გამოვიყენონ პირბადე, მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენის წესები, რადგან გრიპი გადამდებია ზედაპირებთან შეხებითაც, ასევე, სიმპტომების გამოვლენისას თავი შევიკავონ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან.ექიმები ვირუსების გავრცელების პიკს იანვრის ბოლოსთვის ელოდებიან.როგორც ადრე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, გრიპი არ ითვლება უსაფრთხო ვირუსად და ყოველწლიურად მსოფლიოში გრიპის შედეგად 400 ათასიდან 650 ათასამდე გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/15/282489555_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_475554a084abdece79b8367af968f686.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საქართველოს ვირუსები უტევს , ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საქართველოს ვირუსები უტევს , ახალი ამბები
საქართველოში „ღორის გრიპისგან" რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა
ექიმები ვირუსების გავრცელების პიკს იანვრის ბოლოსთვის ელოდებიან.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში „ღორის გრიპისგან" რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
H1N1 არის A ვირუსის ქვეტიპი, რომელიც იწვევს ყველაზე მასშტაბურ ეპიდემიებს. დაავადების მძიმე ფორმას ახასიათებს სწრაფად პროგრესირებადი პირველადი ვირუსული პნევმონია. ბაქტერიული პნევმონიისგან განსხვავებით, მას ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობა არ გააჩნია.
პაციენტების გარდაცვალების მიზეზი H1N1 ვირუსით გამოწვეული გართულებები და თანმხლები დაავადებები გახდა - არცერთი მათგანი არ იყო აცრილი სეზონურ ვირუსებზე.
„ეს არ არის ვირუსი, რომელიც მხოლოდ ერთ ორგანოს აზიანებს, მას შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ორგანოზე ზემოქმედება“, – განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა.
ქვეყანაში A ტიპის ვირუსების შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს, შესაბამისად, გაზრდილია მიმართვიანობა კლინიკებში.
ექიმების თქმით, პაციენტები სტაციონარს ძირითადად ცხელებით მიმართავენ, მაშინ, როდესაც მაღალი ტემპერატურა არ ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას.
როგორც მედიკოსები აცხადებენ, „ღორის გრიპის" ანტივირუსული პრეპარატით მკურნალობა ეფექტურია დაავადების პირველ 72 საათში, ამიტომ მოუწოდებენ პაციენტებს დროულად მიმართონ ექიმს და არ დაიწყონ თვითმკურნალობა.
ექიმების თქმით, განსაკუთრებით გახშირდა გრიპის ვირუსის გართულებების შემთხვევები ბავშვებში. რისკ-ჯგუფში შედიან 2 წლამდე ბავშვები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. პედიატრიულ განყოფილებებში მყოფი პაციენტების 52%-ს, სწორედ „ღორის გრიპის" დადასტურებული შემთხვევები წარმოადგენს.
ვირუსის ფონზე კლინიკაში მოთავსებული არასრულწლოვანების უმრავლესობას განუვითარდა პნევმონია, თუმცა არის სხვა გართულებების ფართო სპექტრიც.
„ღორის გრიპისა" და სხვა სეზონური ვირუსების გართულებების პრევენციისთვის, ექიმები საუკეთესო საშუალებად კვლავ ვაქცინაციას ასახელებენ.
გრიპის ვირუსის გავრცელების პარალელურად ქვეყანაში კვლავ აქტუალური გახდა კოვიდ-პანდემიის მთავარი ატრიბუტი - პირბადე.
ექიმები მოქალაქეებს მოუწოდებენ თავშეყრის ადგილებში გამოვიყენონ პირბადე, მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენის წესები, რადგან გრიპი გადამდებია ზედაპირებთან შეხებითაც, ასევე, სიმპტომების გამოვლენისას თავი შევიკავონ სხვა ადამიანებთან კონტაქტისგან.
ექიმები ვირუსების გავრცელების პიკს იანვრის ბოლოსთვის ელოდებიან.
როგორც ადრე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, გრიპი არ ითვლება უსაფრთხო ვირუსად და ყოველწლიურად მსოფლიოში გრიპის შედეგად 400 ათასიდან 650 ათასამდე გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება.