გრიპის ვირუსი: კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობა მაღალია

© photo: Sputnik / Stringer„სასწრაფო დახმარება"
„სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2024
გამოწერა
ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, გრიპი ყველაზე საშიში რესპირატორული ინფექციაა
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში გრიპის ვირუსის სიმპტომებით დაავადებულთა რიცხვი კვლავ იზრდება, განაცხადა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.
ამ დროისთვის საქართველოში, ძირითადად, А და В ტიპის ვირუსები ცირკულირებს. სპეციალისტები მოქალაქეების რეკომენდაციების შესრულებისკენ და ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებენ.
„ამ დროისთვის უნდა გამოვყოთ გრიპის ვირუსის A და B ქვეტიპების შემთხვევები. გრიპი ყველაზე საშიში რესპირატორული ინფექციაა. ჯერჯერობით მომართვიანობა მაღალი რჩება", - განაცხადა გოგინავამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს ურჩევენ შენობების ხშირად განიავებას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სამედიცინო პირბადის გამოყენებას.
გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებელია ექიმისთვის დროულად მიმართვა, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ რისკ-ჯგუფში შემავალმა პირებმა.
გრიპის შედეგად 2024 წლის იანვარში საქართველოში სამი ადამიანი გარდაიცვალა, განაცხადა ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში ძირითადად გვხვდება H1N1 და H1N3 ვირუსები, რომლებსაც ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, თავის, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, სისუსტე. ვირუსი ძირთადად ბავშვებში ცირკულირებს.
მთავარი რეკომენდაციები დაავადების დროს არის სხეულის ტემპერატურის კონტროლი, ბევრი სითხის მიღება და გართულების დროს ექიმთან ვიზიტი.
ყველა ახალი ამბავი
0