2019 წელს წითელას 2 100 შემთხვევა დაფიქსირდა

© photo: The Doctors / FBპაატა იმნაძე
პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს 1 იანვრიდან დღემდე წითელათი დაინფიცირებულთა რიცხვი უკვე უახლოვდება გასულ წელს დაავადებულთა რაოდენობას

თბილისი, 5 მარტი - Sputnik. წელს საქართველოში წითელას 2,1 ათასზე  მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო წითელათი გარდაცვალების 1 შემთხვევა გამოვლინდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
წითელა საქართველოში: ამირან გამყრელიძე საშინელ სტატისტიკას აქვეყნებს

საქართველოში წითელას ეპიდემიაა. მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის წითელას საწინააღმდეგო აცრა უფასოა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში 1 იანვრიდან ყველა გეგმიური აცრა გახდა სავალდებულო, მათ შორის წითელას აცრაც.

ბოლო მონაცემებით, აცრისთვის სავალდებულო ასაკის მქონეთა გარდა, დამატებით 95 ათასზე  მეტი ადამიანია აცრილი.

პაატა იმნაძის განმარტებით, წითელას ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება და, თუ წელს აცრები კვლავ მზარდი ინტენსივობით გაგრძელდება, წითელას გავრცელების საფრთხე მთლიანად აღმოიფხვრება.

„კარგად მიდის აცრები, 95 ათასზე  მეტი ადამიანი არის აცრილი. თუ წელს ავცრით 350 ათას ადამიანს, ანუ ამ 95 ათასს თუ კიდევ დავამატებთ 250 ათასს,  წითელას არათუ გავაჩერებთ, საერთოდ წითელას პრობლემა მოიხსნება ქვეყანაში“, - განაცხადა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით,  საქართველოში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა საკმარისი რაოდენობითაა და ინფექციური ვირუსული დაავადების შეჩერება საყოველთაო აცრითაა შესაძლებელი.

ბავშვების ვაქცინაცია გრიპზე - Sputnik საქართველო
როგორ დავიცვათ თავი და ბავშვები ინფექციებისაგან და ვირუსებისგან

გასულ წელს  წითელათი  დაინფიცირებულთა რიცხვი ოდნავ აღემატებოდა 2 ათასს, წელიწადში კი ნორმად მიიჩნევა ავადობის 10 შემთხვევა.

წითელა მწვავე ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ კი რჩება მყარი იმუნიტეტი. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12-23 დღე. წითელას გართულება ფილტვების ანთებას, პნევმონიასა და შუა ყურის ანთებას იწვევს.

ყველა ახალი ამბავი
0