საქართველოში წითელა ბრუნდება? ბავშვები შეიძლება სკოლებსა და საბავშვო ბაღებში აცრან

© photo: Sputnik / Alexander Galperin / გადასვლა მედიაბანკშიაცრა
აცრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში კვირის განმავლობაში წითელას 2–3 შემთხვევა ამ დრომდე ფიქსირდება

 

თბილისი,  20 აგვისტო — Sputnik.  წითელას დაავადების ახალი აფეთქება შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში დაიწყოს, სადაც აცრების რაოდენობა არადამაკმაყოფილებელია – საქართველოში ახალი სასწავლო წლიდან ბავშვების აცრა შეიძლება პირდაპირ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დაიწყოს, განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გაზეთ „რეზონანსთან“

გრიპის მკურნალობა ბავშვებში - Sputnik საქართველო
წითელა საქართველოში: რა ელოდება აუცრელ მოსწავლეებსა და სტუდენტებს

გამოქვეყნებულია  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიში, რომლის თანახმად მთელ მსოფლიოში წითელას შემთხვევები, გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, ორჯერ გაიზრდილია. ამ მიზეზით სპეციალისტები არ გამორიცხავენ ინფექციის ახალ აფეთქებას.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში მასობრივი აცრების წყალობით წითელათი დაავადებების შემთხვევები მკვეთრად შემცირდა, თუმცა, ინფექციამ შეიძლება კვლავ შეუტიოს ქვეყნის მოსახლეობას. საქართველოში მეორე წელია წითელას ეპიდემია მძვინვარებს. მარტო 2019 წლის დასაწყისიდან წითელა სამი ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა, მაშინ როდესაც, ნორმად წელიწადში 10 შემთხვევა ითვლება. ქვეყანაში უფასო ვაქცინაცია დაიწყო.

 „სპეციალური ბრიგადები შეიძლება სკოლებში წავიდნენ და მშობლების თანხმობის შემთხვევაში, მოსწავლეებს აცრა ჩაუტარდებათ... გეგმიურ აცრებთან ერთად, დამატებით 150 ათასი აცრა გაკეთდა, თუმცა, კვირაში წითელას 2–3 შემთხვევა მაინც ფიქსირდება“, – განაცხადა გამყრელიძემ. 

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
„წითელა თავს არ გვანებებს“ – პაატა იმნაძე მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს

ბავშვების აცრა წითელაზე ორჯერ ტარდება – ერთი წლის და ხუთი წლის ასაკში. ბავშვი, რომელიც სკოლაში მიდის, ორჯერ უნდა იყოს აცრილი. ალბათობა იმისა, რომ ეს ბავშვები წითელათი არ დაავადდებიან 99%–ია.

გამყრელიძე ყველას მიმართავს დიდი ყურადღება მიაქციონ რეგიონებს და მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც აცრა ჯერ არ გაუკეთებია. განსაკუთრებით ეს ეხება 20–დან 40 წლამდე ასაკის პირებს.

ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 1 იანვრიდან  გეგმიური აცრები საქართველოში აუცილებელი გახდა. საქართველოში სავალდებულოა ტუბერკულიოზის, В ჰეპატიტის, როტავირუსული ინფექციის, პნევმოკოკის, დიფტერიის, ყივანახველის, ტეტანუსის, В ტიპის ჰემოფილური ინფექციის, პოლიომელიტის, წითელას, წითურას და ყბაყურას საწინააღმდეგო აცრები.



წითელა მწვავე ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს მაღალი ტემპერატურა (40,5 °C-მდე), ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი.

 

ყველა ახალი ამბავი
0