07:28 19 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1010
  • 100 RUB4.4902
  • USD2.8631
სიუჟეტები

ახალი კორონავირუსი COVID-2019

დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უჰანში უცნობი წარმოშობის პნევმონიის აფეთქების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. გაირკვა, რომ პირველ დაავადებულებს კავშირი ჰქონდათ ზღვის პროდუქტების ბაზართან. ექსპერტებმა წინასწარი მოკვლევით დაადგინეს, რომ საუბარი იყო კორონავირუსის ახალი ტიპის — 2019-nCoV-ის შესახებ. მოგვიანებით დადგინდა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა.

ბოლო მონაცემებით, დასნებოვნებულთა რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 830-ს აჭარბებს. აქედან 26 პაციენტი გარდაიცვალა. ლეტალურ შემთხვევათაგან 24 ჰუბეის პროვინციაზე მოდის, ორი კი — მის ფარგლებს გარეთ.

ვირუსი გასცდა ჩინეთის ფარგლებს. დასნებოვნების ფაქტები დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, აშშ-ში, ვიეტნამში, სინგაპურსა და ტაილანდში.