Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში კორონავირუსი აღარ მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე

© courtesy of Tengiz Tsertsvadzeთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2022
გამოწერა
ინფექციონისტი მოუწოდებს მოსახლეობას, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენისთანავე ჩაიტარონ კოვიდ-ტესტი.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსს უკვე მკურნალობენ როგორც რესპირატორულ ინფექციას, რომელსაც მინიმალური გავლენა აქვს ადამიანების ცხოვრების ხარისხზე, დაწერა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ სოციალურ ქსელში.
„თითქმის მივაღწიეთ იმ მომენტს, როცა COVID-ს ვმართავთ, როგორც ერთ-ერთ რიგით რესპირაციულ ინფექციას მინიმალური გავლენით ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკაზე, მაგრამ ქვეყნის ჯანდაცვას აქვს რესურსი, კიდევ უფრო მეტად შემცირდეს კოვიდ-დამძიმებისა და გარდაცვალების შემთხვევები“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ინფექციონისტის თქმით, უფრო მეტად რომ შემცირდეს კორონავირუსის ინფექციისგან გამოწვეული გართულებები, გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი: ვაქცინაცია, ექიმთან დროული მიმართვა, სათანადო მკურნალობა.

„სამწუხაროდ, ზოგიერთი ექიმი სათანადო (პირდაპირი) ჩვენებების დროსაც კი არ უნიშნავს პაციენტს „პაქსლოვიდს“ ან „რემდესივირს“. უფრო მეტიც, არის შემთხვევები, როცა ინფიცირებულ ავადმყოფს მკურნალობენ „აზითრომიცინით“, „ფლუვოქსამინით“, „ივერმექტინით“ და სხვ., რაც სერიოზული შეცდომაა და მნიშვნელოვნად ზრდის დაავადების დამძიმების რისკებს“, – დაწერა ცერცვაძემ.

მისი განცხადებით, ბოლო თვეებში COVID-19-ით გარდაცვალების ერთეულ შემთხვევებს თითქმის ყოველთვის ადგილი ჰქონდა იმ პაციენტებში, რომლებმაც გვიან ჩაიტარეს ტესტირება, გვიან დაუკავშირდნენ ექიმს და, შესაბამისად, დაგვიანებით დაიწყეს მკურნალობა.
„პრაქტიკულად არცერთ ავადმყოფთან, რომლებმაც პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე ჩაიტარეს კოვიდ-ტესტი და დადებითი პასუხის შემთხვევაში პირველივე დღეებში მიმართეს ექიმს, ასრულებდნენ მის რეკომენდაციებს, მათ შორის ჩვენებების შემთხვევაში იღებდნენ „პაქსლოვიდს“ ან „რემდესივირს“, ლეტალური შედეგი არ დამდგარა“, – დაწერა ცერცვაძემ.
საქართველოში COVID-ის სტატისტიკა ბოლოს 2 სექტემბერს განახლდა. იმ დროისათვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა იყო 1.762. 206 ადამიანი, გართულებებით გარდაიცვალა 16.900 პაციენტი. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კოვიდ-სტატისტიკა თვეში ერთხელ განახლდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0