Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

აზერბაიჯანში კარანტინის რეჟიმი გაგრძელდა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიკოვიდ-რეგულაცია აზერბაიჯანში
კოვიდ-რეგულაცია აზერბაიჯანში - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2023
გამოწერა
აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 წლის გაზაფხულიდანაა დაკეტილი.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. აზერბაიჯანმა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2023 წლის 2 ოქტომბრის 06:00 საათამდე გაახანგრძლივა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი".
შესაბამის განკარგულებას ხელი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მოაწერა. საკარანტინო რეჟიმი, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვას, მათ შორის საქართველოსთან.
მთავრობამ მარტში გააუქმა განსაკუთრებულ საკარანტინო რეჟიმთან დაკავშირებით დაწესებული გარკვეული შეზღუდვები: აზერბაიჯანში საჰაერო გზით შესვლა ნებადართული გახდა უცხოეთის ქვეყნების ყველა მოქალაქისთვის და ამ ქვეყნებში მუდმივად მცხოვრები სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის, ასევე მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ქვეყანაში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის მოქმედების ვადა 1 ივლისამდე იყო განსაზღვრული. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 წლის გაზაფხულიდანაა დაკეტილი.
ყველა ახალი ამბავი
0