https://sputnik-georgia.com/20220910/tengiz-cercvaze-kovid-vitareba-stabiluria-270298209.html
თენგიზ ცერცვაძე: კოვიდ-ვითარება სტაბილურია
თენგიზ ცერცვაძე: კოვიდ-ვითარება სტაბილურია
Sputnik საქართველო
ექიმმა მოსახლეობას მოუწოდა, დაავადების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე კორონავირუსზე ტესტი გაიკეთონ
2022-09-10T10:30+0400
2022-09-10T10:30+0400
2023-08-17T18:17+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1b/263184271_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_a36244a4d9c7dec615d2f11a3807428c.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ეპიდვითარება სტაბილური რჩება, COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების კლების ტენდენციით, დაწერა სოციალურ ქსელში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 12.787 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა (საშუალოდ 1.826 ინფიცირება დღეში), ხოლო წინა კვირაში 13.737 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (საშუალოდ 1.962 ინფიცირებული დღეში).მისი თქმით, ამჟამად საქართველოში მოსახლეობის COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი ჯანდაცვის სისტემის მიერ, ყველა პაციენტს მიეწოდება დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და ჩვენებების შემთხვევაში ხდება მათი პროაქტიური მკურნალობა ყველაზე თანამედროვე მედიკამენტებით და მეთოდებით.ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის თქმით, მიუხედავად ბოლო თვეებში შემთხვევების ზრდისა და ვაქცინაციის დაბალი დონისა, საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების რიცხვი უკვე მეხუთე თვეა მინიმალურ დონეზეა. კერძოდ, გასული კვირის განმავლობაში დაფიქსირდა რვა ლეტალური შემთხვევა (საშუალოდ 1 გარდაცვალება დღე-ღამეში), რაც მხოლოდ ოდნავ აღემატება სიკვდილიანობის მაჩვენებელს გრიპის ეპიდემიის დროს.ცერცვაძემ მოუწოდა მოსახლეობას კორონავირუსის ტესტი დაავადების სიმპტომების გამოვლენისთანავე ჩააბარონ და ვირუსის დადასტურების შემთხვევაში პირველივე დღეს ექიმს მიმართონ. მისი თქმით, განსაკუთრებულ შემთხვევაში და სათანადო ჩვენების დროს (ასაკი 60 წელს ზევით, მძიმე თანმდევი ქრონიკული დაავადებები, კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობს) „პაქსლოვიდით“ ან „რემდესივირით“ მკურნალობა პირველ დღეებში უნდა დაიწყოს.„საქართველოში უკვე შექმნილია ყველა პირობა, რათა COVID-19-ის კლინიკური მართვა მოხდეს, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექციის მართვა ლეტალური გამოსავლების მინიმალურ ნიშნულზე შენარჩუნებით. ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული COVID-ის ნეგატიური გავლენა ადამიანების ცხოვრების ხარისხზე და ქვეყნის ეკონომიკაზე“, - განაცხადა ცერცვაძემ.გარდა ამისა, ცერცვაძემ მოსახლეობას ურჩია გააგრძელონ ვაქცინაცია, მათ შორის ე.წ. ბუსტერ დოზებით.პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ინფიცირების 1.762.206 შემთხვევაა დაფიქსირებული. გასულ კვირაში ინფექცია 14.257-მა ადამიანმა დაამარცხა.ბოლო შვიდ დღეში კორონავირუსით გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა რვა პაციენტი, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი 16.900.საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1b/263184271_281:0:3012:2048_1920x0_80_0_0_3adb36db5362cafc986ee46ef6ac7dbc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თენგიზ ცერცვაძე კოვიდ-ვითარება სტაბილურობა
თენგიზ ცერცვაძე კოვიდ-ვითარება სტაბილურობა
თენგიზ ცერცვაძე: კოვიდ-ვითარება სტაბილურია
10:30 10.09.2022 (განახლებულია: 18:17 17.08.2023) ექიმმა მოსახლეობას მოუწოდა, დაავადების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე კორონავირუსზე ტესტი გაიკეთონ
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ეპიდვითარება სტაბილური რჩება, COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების კლების ტენდენციით, დაწერა სოციალურ ქსელში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.
ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 12.787 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა (საშუალოდ 1.826 ინფიცირება დღეში), ხოლო წინა კვირაში 13.737 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (საშუალოდ 1.962 ინფიცირებული დღეში).
„ბოლო ერთი კვირის მანძილზე სულ ჩატარებულია 73.436 ტესტი, დადებითობის მაჩვენებელია 17,41%, ხოლო ე.წ. რეპროდუქციის ინდექსი (RT): 0.95, რაც ასევე ინფექციის გავრცელების კლების ტენდენციებზე მიუთითებს“, - დაწერა ცერცვაძემ.
მისი თქმით, ამჟამად საქართველოში მოსახლეობის COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი ჯანდაცვის სისტემის მიერ, ყველა პაციენტს მიეწოდება დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და ჩვენებების შემთხვევაში ხდება მათი პროაქტიური მკურნალობა ყველაზე თანამედროვე მედიკამენტებით და მეთოდებით.
ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის თქმით, მიუხედავად ბოლო თვეებში შემთხვევების ზრდისა და ვაქცინაციის დაბალი დონისა, საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების რიცხვი უკვე მეხუთე თვეა მინიმალურ დონეზეა. კერძოდ, გასული კვირის განმავლობაში დაფიქსირდა რვა ლეტალური შემთხვევა (საშუალოდ 1 გარდაცვალება დღე-ღამეში), რაც მხოლოდ ოდნავ აღემატება სიკვდილიანობის მაჩვენებელს გრიპის ეპიდემიის დროს.
„მინდა, მოსახლეობამ იცოდეს, რომ საქართველოში ბოლო თვეებში დაფიქსირებულ COVID-19-ის ერთეულ გარდაცვალების შემთხვევებსაც თითქმის ყოველთვის ადგილი ჰქონდა იმ პაციენტებში, რომლებმაც გვიან ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება და გვიან დაუკავშირდნენ ექიმს და შესაბამისად დაგვიანებით დაიწყეს მკურნალობა“, - აღნიშნა მან.
ცერცვაძემ მოუწოდა მოსახლეობას კორონავირუსის ტესტი დაავადების სიმპტომების გამოვლენისთანავე ჩააბარონ და ვირუსის დადასტურების შემთხვევაში პირველივე დღეს ექიმს მიმართონ. მისი თქმით, განსაკუთრებულ შემთხვევაში და სათანადო ჩვენების დროს (ასაკი 60 წელს ზევით, მძიმე თანმდევი ქრონიკული დაავადებები, კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობს) „პაქსლოვიდით“ ან „რემდესივირით“ მკურნალობა პირველ დღეებში უნდა დაიწყოს.
„საქართველოში უკვე შექმნილია ყველა პირობა, რათა COVID-19-ის კლინიკური მართვა მოხდეს, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექციის მართვა ლეტალური გამოსავლების მინიმალურ ნიშნულზე შენარჩუნებით. ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული COVID-ის ნეგატიური გავლენა ადამიანების ცხოვრების ხარისხზე და ქვეყნის ეკონომიკაზე“, - განაცხადა ცერცვაძემ.
გარდა ამისა, ცერცვაძემ მოსახლეობას ურჩია გააგრძელონ ვაქცინაცია, მათ შორის ე.წ. ბუსტერ დოზებით.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ინფიცირების 1.762.206 შემთხვევაა დაფიქსირებული. გასულ კვირაში ინფექცია 14.257-მა ადამიანმა დაამარცხა.
ბოლო შვიდ დღეში კორონავირუსით გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა რვა პაციენტი, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი 16.900.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.