https://sputnik-georgia.com/20230815/uzbeketma-antikoviduri-rzis-warmoeba-daiwyo-281237990.html
უზბეკეთმა ანტიკოვიდური რძის წარმოება დაიწყო
უზბეკეთმა ანტიკოვიდური რძის წარმოება დაიწყო
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. უზბეკეთის ნუკუსში იმუნური რძის წარმოება დაიწყო, რომელიც კორონავირუსის ნეიტრალიზაციას ახდენს, იუწყება უზბეკეთის უმაღლესი... 15.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-15T16:15+0400
2023-08-15T16:15+0400
2023-08-15T17:17+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
უზბეკეთი
covid-19
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23942/50/239425054_0:183:2993:1866_1920x0_80_0_0_a42d294819cd3ed2c32a0ff375469a53.jpg
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. უზბეკეთის ნუკუსში იმუნური რძის წარმოება დაიწყო, რომელიც კორონავირუსის ნეიტრალიზაციას ახდენს, იუწყება უზბეკეთის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სამინისტროს პრესსამსახური.სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნური რძის მიღებაზე მუშაობა 2021 წელს დაიწყეს უზბეკეთის ინოვაციური განვითარების სააგენტომ და ვენის სამედიცინო უნივერსიტეტმა. კერძოდ, Panaev Farms- ის საჯიშე პირუტყვი ანტიკოვიდური რეკომბინირებული უზბეკურ-ჩინური ვაქცინაZF-UZ-VAC2001-ით აცრეს.2022 წლის ოქტომბრიდან ნუკუსში პასტერიზებული რძის წარმოების გამოცდა დაიწყო.„დადგინდა, რომ იმუნური რძის თვისებები პასტერიზაციის რეჟიმში შეიძლება 30 წუთის განმავლობაში შენარჩუნდეს 62,5 გრადუსზე. ასევე გამოვლინდა, რომ იმუნური რძის გამოყენება სამკურნალო მიზნებითაა შესაძლებელი“, — განმარტეს სამინისტროში.აგვისტოს დასაწყისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ COVID-19-ის ახალი ვარიანტი EG.5, რომელიც ცნობილია სახელწოდებით „ერისი", სულ უფრო ვრცელდება მსოფლიოში, მაგრამ ამ ეტაპზე გლობალურ ჯანდაცვას დიდ რისკებს არ უქმნის.
უზბეკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23942/50/239425054_130:0:2861:2048_1920x0_80_0_0_bc4a9bc2da7e1ddd2914ed8d7bf91394.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, უზბეკეთი, covid-19, მსოფლიო მეცნიერული კვლევები
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, უზბეკეთი, covid-19, მსოფლიო მეცნიერული კვლევები
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. უზბეკეთის ნუკუსში იმუნური რძის წარმოება დაიწყო, რომელიც კორონავირუსის ნეიტრალიზაციას ახდენს, იუწყება უზბეკეთის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სამინისტროს პრესსამსახური.
„კომპანია Panaev Farms, რომელიც ნუკუსში ფუნქციონირებს, იმუნური რძისა და რძის პროდუქტების წარმოებას შეუდგა. SARS-CoV-2-ის ნეიტრალიზაციის თვისების მქონე რძის პროდუქტების გაყიდვა უკვე დაწყებულია“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნური რძის მიღებაზე მუშაობა 2021 წელს დაიწყეს უზბეკეთის ინოვაციური განვითარების სააგენტომ და ვენის სამედიცინო უნივერსიტეტმა. კერძოდ, Panaev Farms- ის საჯიშე პირუტყვი ანტიკოვიდური რეკომბინირებული უზბეკურ-ჩინური ვაქცინაZF-UZ-VAC2001-ით აცრეს.
„შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინირებული ძროხებისა და თხების შრატში, ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ გამანეიტრალებელი ანტისხეულები გამომუშავდა", — ნათქვამია ინფორმაციაში.
2022 წლის ოქტომბრიდან ნუკუსში პასტერიზებული რძის წარმოების გამოცდა დაიწყო.
„დადგინდა, რომ იმუნური რძის თვისებები პასტერიზაციის რეჟიმში შეიძლება 30 წუთის განმავლობაში შენარჩუნდეს 62,5 გრადუსზე. ასევე გამოვლინდა, რომ იმუნური რძის გამოყენება სამკურნალო მიზნებითაა შესაძლებელი“, — განმარტეს სამინისტროში.
აგვისტოს დასაწყისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ COVID-19-ის ახალი ვარიანტი EG.5, რომელიც ცნობილია სახელწოდებით „ერისი", სულ უფრო ვრცელდება მსოფლიოში, მაგრამ ამ ეტაპზე გლობალურ ჯანდაცვას დიდ რისკებს არ უქმნის.