Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ხელმისაწვდომია თუ არა საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატები - მინისტრის პასუხი

© photo: Sputnik / Stringerმედექსპრესი
მედექსპრესი - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2024
გამოწერა
ჯანმომ პანდემიის სტატუსის მოხსნა ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში გამოაცხადა. მაგრამ ამის მიუხედავად, ვირუსი კვლავ წარმოადგენს საფრთხეს სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის.
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოში აუცილებლობის შემთხვევაში კორონავირუსის სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტებს - „რემდესივირს" და „პაქსლოვიდს" შემოვიტანთ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებთან.
ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში სტაციონარული და ამბულატორიულ განყოფილებებში რესპირატორული დაავადებებით პაციენტთა მიმართვიანობა გაიზარდა. ექსპერტები შემთხვევების ზრდას უკავშირებენ გრიპის ვირუსს, ასევე სხვა სეზონურ ინფექციებს და კორონავირუსს (COVID-19).

„მედიკამენტებს „რემდესივირს“ და „პაქსლოვიდს“, რომლებიც ადრე საქართველოში შემოვიდა, ვარგისიანობის ვადა გაუვიდა. იმის გამო, რომ საქართველოში კორონავირუსის მიმდინარეობა შესუსტდა და პრეპარატ „პაქსლოვიდის“ მოხმარების მსურველი ბევრი არ იყო, თუმცა ქვეყანაში დიდი მარაგი იყო", - განაცხადა მინისტრმა.

თუ საჭირო იქნება, ამ მედიკამენტსაც და კიდევ სხვასაც შევიძენთ, დასძინა მინისტრმა.
როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, ყველა ის ვაქცინა და მედიკამენტი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ იქნება რეკომენდებული, საქართველოში შემოვა.
ჯანმომ პანდემიის სტატუსის მოხსნა ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში გამოაცხადა. მაგრამ ამის მიუხედავად, ვირუსი კვლავ წარმოადგენს საფრთხეს სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის.
მანამდე „Sputnik-საქართველოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯანდაცვის ექსპერტმა ვატო სურგულაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი JN.1, სავარაუდოდ, 2020 წლის მოვლენებს ვერ გაიმეორებს, მაგრამ მოითხოვს პირველადი ჯანდაცვის სისტემის ყურადღებას და მზადყოფნას. .
კორონავირუსი და მისი ახალი შტამი - განმეორდება თუ არა საქართველოში 2020 წლის სცენარი>>>
ადრე JN.1 ვარიანტი კლასიფიცირებული იყო, როგორც ომიკრონის შტამის BA.2.86-ის, ან „პიროლის“ ნაწილი. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახლა მას ცალკე ვარიანტად განიხილავს.
„პიროლით" ინფიცირების პირველი შემთხვევები საფრანგეთში 2023 წლის აგვისტოში გამოვლინდა.
კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა გააკეთა. მისი თქმით, 2023 წლის დეკემბერში მსოფლიოში COVID-19-ით 10.000 ადამიანი გარდაიცვალა.
მისივე თქმით, 2023 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, 41%-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულ ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებებში ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების რაოდენობა 62%-ით გაიზარდა. ეს არის 50 ქვეყნის მონაცემები, ძირითადად ევროპიდან და ამერიკიდან.
საქართველოში 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყანაში კორონავირუსის 1.855.289 შემთხვევაა დაფიქსირდა, მათგან 17.132 ლეტალურად დასრულდა.
ყველა ახალი ამბავი
0