კორონავირუსი და მისი ახალი შტამი - განმეორდება თუ არა საქართველოში 2020 წლის სცენარი

© photo: Sputnik / Stringerტესტირებ კორონავირუსზე
ტესტირებ კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2024
გამოწერა
თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამი JN.1, სავარაუდოდ, 2020 წლის მოვლენებს ვერ გაიმეორებს, მაგრამ მოითხოვს პირველადი ჯანდაცვის სისტემის ყურადღებას და მზადყოფნას, – განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა ვატო სურგულაძემ Sputnik-საქართველოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში სტაციონარული და ამბულატორიულ განყოფილებებში რესპირატორული დაავადებებით პაციენტთა მიმართვიანობა გაიზარდა. ექსპერტები შემთხვევების ზრდას უკავშირებენ გრიპის ვირუსს, ასევე სხვა სეზონურ ინფექციებს და კორონავირუსს (COVID-19).
ადრე JN.1 ვარიანტი კლასიფიცირებული იყო, როგორც ომიკრონის შტამის BA.2.86-ის, ან „პიროლის“ ნაწილი. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახლა მას ცალკე ვარიანტად განიხილავს.
„არა მგონია, რომ მსოფლიოში განმეორდეს იგივე, რაც მოხდა 2020 წელს, და „პიროლამ“ გამოიწვიოს ისეთივე შედეგები, როგორიც კოროვირუსის პირველმა შტამებმა - ჩინურმა და ინდურმა გამოიწვია. თუმცა ასპროცენტიან გარანტიას ვერცერთი ყველაზე გამოცდილი ეპიდემიოლოგი ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ვერ დადებს“, - განაცხადა სურგულაძემ.
სურგულაძის თქმით, კორონავირუსი ყველა თავისი ახალი შტამით გადაიქცევა ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად, ისევე როგორც გრიპის ვირუსს მოუვიდა.
„პიროლა“ „ომიკრონზე“ სუსტია. ის ნაკლებ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, მაგრამ არის გამონაკლისებიც, რა თქმა უნდა. ცოტა ხნის წინ კორონავირუსით გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა 43 წლის ქალბატონი, თუმცა მას დიაბეტი ჰქონდა, რაც გამოჯანმრთელების შემაფერხებელი გახდა და დაავადების მიმდინარეობა გართულდა“, - აღნიშნა სურგულაძემ.
ექსპერტმა არ გამორიცხა, რომ ზოგან ეპიდემიის გავრცელება დაიწყოს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის კვლავ პანდემიაში გადაიზარდოს.
ექვსი მარტივი მეთოდი სურდოსა და გრიპის თავიდან ასაცილებლად: ბრიტანელი ექიმების რჩევა >>
სურგულაძეს მიაჩნია, რომ საქართველოში გრიპთან დაკავშირებული მდგომარეობა ყოველწლიურად მძიმეა. საქართველოს მთავრობამ შემოიტანა 200 ათასი დოზა ვაქცინა, რომელიც უფასოა რისკის ჯგუფის ადამიანებისთვის, მაგრამ მათი სრულად გამოყენება ვერ ხერხდება, რადგან ადამიანები უბრალოდ არ იცრებიან, აღნიშნა სპეციალისტმა.
„ვერ არწმუნებენ ხალხს რომ აიცრან. ამ შემთხვევაში გრიპის შემთხვევები გაცილებით ნაკლები გვექნებოდა. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ ისევ არ არსებობს პირველადი ჯანდაცვის სათანადო სისტემა", - აღნიშნა სურგულაძემ.
ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემა არ არის განვითარებული, ყველა გარბის კლინიკებში, განსაკუთრებით ბავშვების მშობლები, რომლებსაც უჭირთ 39-40 გრადუსის ტემპერატურის მქონე ბავშვების მდგომარეობის მართვა სახლის პირობებში.
ცერცვაძე: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ტყუილია, თითქოს კლინიკებში ადგილები არ არის >>
სურგულაძისთვის მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის სისტემის იმგვარად ჩამოყალიბება, რომ ყოველწლიურად, ვირუსების პერიოდში არ იყოს პანიკა და არეულობა კლინიკებში და საზოგადოებაში. ექსპერტი თვლის, რომ ოჯახის ექიმები უნდა იყვნენ პაციენტებთან ან მათ მშობლებთან კავშირზე და საჭიროების შემთხვევაში მივიდნენ ადგილზე და შეამოწმონ პაციენტების მდგომარეობა და მისცენ რჩევები. ექსპერტის აზრით, ავადმყოფი ბავშვების კლინიკაში მიყვანა და ინფექციის უფრო მეტად გავრცელება არასწორია.
„ეს ვირუსები არ უნდა გახდეს პანიკის საფუძველი. ოჯახის ექიმი არ უნდა ელოდოს პაციენტის მოსვლას, თავად უნდა იყოს აქტიური, ურეკავდეს, მიდიოდეს, ესაუბრებოდეს პაციენტებს ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და ა.შ.“, - აღნიშნა სურგულაძემ და დასძინა, რომ იმ მწირი ხელფასით, რომელსაც ოჯახის ექიმები იღებენ, ასეთი შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდება.
თავად კორონავირუსის გააქტიურების პროცესი დაკავშირებულია ადამიანების ზოგადი იმუნიტეტის შესუსტებასთან. ის ვაქცინები, რომლებიც ადრე გამოიყენეს, აღარ იცავს ახალი შტამებისგან, შესაბამისად, ინფექციები უფრო ადვილად ვითარდება.
„გრიპის ვაქცინას ყოველწლიურად ვიკეთებ. ის ყოველწლიურად განსხვავებულია, რადგან ვირუსი მუტაციას განიცდის. კორონავირუსის შემთხვევაშიც ვაქცინის განახლება უნდა ხდებოდეს და ყოველწლიურად უნდა იცრებოდეს ადამიანი, რათა იმუნური ფენა შეიქმნას“, - აღნიშნა სურგულაძემ.
მანამდე ქართველი ეპიდემიოლოგები ამბობდნენ, რომ კორონავირუსის პანდემია დასრულდა, მაგრამ თავად ინფექცია არ არსად არ წასულა, ამიტომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტუალურ საკითხად რჩება.
ევროპასა და შეერთებულ შტატებში უკვე ხელმისაწვდომია ვაქცინა, რომელიც ეფექტურია JN.1 შტამის წინააღმდეგ, მაგრამ ის ჯერ არ არის ხელმისაწვდომი საქართველოში. ქართველი ეპიდემიოლოგების თქმით, ქვეყანა მუშაობს იმისთვის, რომ ეს ვაქცინა ხელმისაწვდომი იყოს მოქალაქეებისთვის, რათა მათ სურვილის შემთხვევაში აცრა გაიკეთონ.
კორონავირუსი უტევს
ჯანმო-მ პანდემიის სტატუსის მოხსნა ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში გამოაცხადა. მაგრამ ამის მიუხედავად, ვირუსი კვლავ წარმოადგენს საფრთხეს სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის.
„პიროლას“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები საფრანგეთში 2023 წლის აგვისტოში გამოვლინდა.
ზამთარი ვირუსების გარეშე არ არსებობს - პაატა იმნაძე ეპიდვითარებას აფასებს >>
კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა გააკეთა. მისი თქმით, 2023 წლის დეკემბერში მსოფლიოში COVID-19-ით 10.000 ადამიანი გარდაიცვალა.
მისივე თქმით, 2023 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, 42%-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულ ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა, ხოლო რეანიმაციულ განყოფილებებში ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების რაოდენობა 62%-ით გაიზარდა. ეს არის 50 ქვეყნის მონაცემები, ძირითადად ევროპიდან და ამერიკიდან.
საქართველოში 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყანაში კორონავირუსის 1.855.289 შემთხვევაა დაფიქსირდა, მათგან 17.132 ლეტალურად დასრულდა.
ყველა ახალი ამბავი
0