https://sputnik-georgia.com/20240115/cercvaze--tyuilia-titqos-klinikebsi-adgili-ar-aris-285651065.html
ცერცვაძე: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ტყუილია, თითქოს კლინიკებში ადგილები არ არის
ცერცვაძე: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ტყუილია, თითქოს კლინიკებში ადგილები არ არის
Sputnik საქართველო
ქვეყანაში ამ დროისთვის ძირითადად ცირკულირებს А ტიპის ვირუსი. 15.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-15T18:59+0400
2024-01-15T18:59+0400
2024-01-15T18:59+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
ჯანდაცვა საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24816/42/248164262_0:67:1488:904_1920x0_80_0_0_ce9bc8a037ca71c86acaa61caf710782.jpg
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ რესპირაციული ინფექციების შემთხვევების ზრდის გამო კლინიკების დატვირთვის მიუხედავად, საპანიკო არაფერია და ამის დრამატიზება არ არის საჭირო, იუწყება „პალიტრა ნიუსი". ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქართველმა ექიმებმა კლინიკებში პაციენტების ვიზიტების მკვეთრ ზრდაზე დაიწყეს საუბარი. მათი თქმით, საავადმყოფოები გადატვირთულია, განსაკუთრებით ბავშვთა განყოფილებები. როგორც ცერცვაძემ განაცხადა, ბოლო პერიოდში რესპირაციული ინფექციებით შემთხვევების ზრდა აღინიშნება, გაზრდილია კლინიკების დატვირთვაც, თუმცა გადაჭარბებულია იმის თქმა, რომ ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მიიჩნევს, რომ რესპირაციული ინფექციებით შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი იყო, რადგან COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა და სეზონური ვირუსების გავრცელების მაჩვენებელმა მოიმატა. სეზონური ვირუსები - კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია>>„გასული სამი წლის განმავლობაში იმიტომ იყო რესპირაციული ინფექციების ნაკლები რაოდენობა, რომ მაშინ COVID-19 დომინირებდა, სახელმწიფო და მთელი მსოფლიო ეფექტიან საპასუხო ზომებს იღებდა, ეს იყო პირბადის ტარება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან თავის შეკავება და ა.შ. ეს ყველაფერი რესპირაციული ინფექციების გავრცელების პრევენციას ახდენდა", - განაცხადა მან. მისი თქმით, ქვეყანაში გასულ წელს გრიპით გარდაცვალების 20-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში, 2024 წელს კი გრიპით გარდაცვალების დადასტურებული შემთხვევები არ გვაქვს. როგორ განვასხვავოთ გრიპი გაციებისგან>>ქვეყანაში, ძირითადად, А ტიპის ვირუსები ცირკულირებს - ვირუსის სიმპტომებად ექიმები მაღალ ტემპერატურას, თავისა და სახსრების ძლიერ ტკივილს, მკვეთრად გამოხატულ სისუსტეს ასახელებენ. როგორც ადრე საქართველოს ყოფილმა მთავარმა ეპიდემიოლოგმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა სიტუაცია ყურადღებას საჭიროებს. ზამთარი ვირუსების გარეშე არ არსებობს - პაატა იმნაძე ეპიდვითარებას აფასებს>>ამ დროისთვის, შემთხვევების უმეტესობა გამოწვეულია გრიპის ვირუსით, თუმცა საყურადღებოა რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსიც. ამ სეზონზე ასევე გვხვდება ადენოვირუსი და რინოვირუსი, რომლებიც ყოველთვის ცირკულირებენ ამ პერიოდში. მთავარი რეკომენდაციები დაავადების დროს არის სხეულის ტემპერატურის კონტროლი, ბევრი სითხის მიღება და გართულების დროს ექიმთან ვიზიტი. ვირუსებთან ბრძოლის ძირითადი ხერხი კვლავ პირბადე და ვაქცინაციაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24816/42/248164262_98:0:1390:969_1920x0_80_0_0_ffaeedb827c201b9383db60b9b97d794.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ჯანდაცვა საქართველოში, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, ჯანდაცვა საქართველოში, საქართველო
ცერცვაძე: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ტყუილია, თითქოს კლინიკებში ადგილები არ არის
ქვეყანაში ამ დროისთვის ძირითადად ცირკულირებს А ტიპის ვირუსი.
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ რესპირაციული ინფექციების შემთხვევების ზრდის გამო კლინიკების დატვირთვის მიუხედავად, საპანიკო არაფერია და ამის დრამატიზება არ არის საჭირო, იუწყება „პალიტრა ნიუსი".
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქართველმა ექიმებმა კლინიკებში პაციენტების ვიზიტების მკვეთრ ზრდაზე დაიწყეს საუბარი. მათი თქმით, საავადმყოფოები გადატვირთულია, განსაკუთრებით ბავშვთა განყოფილებები.
როგორც ცერცვაძემ განაცხადა, ბოლო პერიოდში რესპირაციული ინფექციებით შემთხვევების ზრდა აღინიშნება, გაზრდილია კლინიკების დატვირთვაც, თუმცა გადაჭარბებულია იმის თქმა, რომ ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია.
„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ტყუილია, თითქოს, კლინიკებში ადგილები არ არის. ინფექციური პროფილის წამყვან კლინიკებში საწოლფონდი სანახევროდ არის დატვირთული. ქვეყანაში საწოლფონდის არანაირი გადატვირთვა არ არის. ადგილები საკმარისზე მეტი გვაქვს", - განაცხადა ცერცვაძემ.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მიიჩნევს, რომ რესპირაციული ინფექციებით შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი იყო, რადგან COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა და სეზონური ვირუსების გავრცელების მაჩვენებელმა მოიმატა.
„გასული სამი წლის განმავლობაში იმიტომ იყო რესპირაციული ინფექციების ნაკლები რაოდენობა, რომ მაშინ COVID-19 დომინირებდა, სახელმწიფო და მთელი მსოფლიო ეფექტიან საპასუხო ზომებს იღებდა, ეს იყო პირბადის ტარება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან თავის შეკავება და ა.შ. ეს ყველაფერი რესპირაციული ინფექციების გავრცელების პრევენციას ახდენდა", - განაცხადა მან.
მისი თქმით, ქვეყანაში გასულ წელს გრიპით გარდაცვალების 20-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში, 2024 წელს კი გრიპით გარდაცვალების დადასტურებული შემთხვევები არ გვაქვს.
ქვეყანაში, ძირითადად, А ტიპის ვირუსები ცირკულირებს - ვირუსის სიმპტომებად ექიმები მაღალ ტემპერატურას, თავისა და სახსრების ძლიერ ტკივილს, მკვეთრად გამოხატულ სისუსტეს ასახელებენ.
როგორც ადრე საქართველოს ყოფილმა მთავარმა ეპიდემიოლოგმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა სიტუაცია ყურადღებას საჭიროებს.
ამ დროისთვის, შემთხვევების უმეტესობა გამოწვეულია გრიპის ვირუსით, თუმცა საყურადღებოა რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსიც. ამ სეზონზე ასევე გვხვდება ადენოვირუსი და რინოვირუსი, რომლებიც ყოველთვის ცირკულირებენ ამ პერიოდში.
მთავარი რეკომენდაციები დაავადების დროს არის სხეულის ტემპერატურის კონტროლი, ბევრი სითხის მიღება და გართულების დროს ექიმთან ვიზიტი.
ვირუსებთან ბრძოლის ძირითადი ხერხი კვლავ პირბადე და ვაქცინაციაა.