https://sputnik-georgia.com/20240106/eqvsi-martivi-metodi-gripisa-da-gaciebis-profilaqtikistvis-britaneli-eqimebis-rceva-285462066.html
ექვსი მარტივი მეთოდი სურდოსა და გრიპის თავიდან ასაცილებლად: ბრიტანელი ექიმების რჩევა
ექვსი მარტივი მეთოდი სურდოსა და გრიპის თავიდან ასაცილებლად: ბრიტანელი ექიმების რჩევა
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. საქართველოში ახლა სეზონური ვირუსების გავრცელების აქტიური ფაზაა, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემები... 06.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-06T16:42+0400
2024-01-06T16:42+0400
2024-01-06T16:42+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/06/285461883_0:798:2048:1950_1920x0_80_0_0_9b1f49743223ab5f0aa57ae1b2cd2fef.jpg
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. საქართველოში ახლა სეზონური ვირუსების გავრცელების აქტიური ფაზაა, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემები ადასტურებს.ამ მონაცემების თანახმად, ქვეყანაში დომინანტური ვირუსი გრიპი გახდა.ექიმების თქმით, ძირითადად ცირკულირებს H1N1დაH1N3 ვირუსები, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა, თავის, სახსრების ტკივილი და გამოხატული სისუსტე ახასიათებს.იგივე ვითარებაა მთელ მსოფლიოში. როგორც ჯანმოს დირექტორი ტედროს გებრეიესუსი აცხადებს, ბოლო რამდენიმე კვირაში ბევრ ქვეყანაში მოიმატა როგორც კოვიდის, ისე გრიპისა და სხვა რესპირატორული დაავადებების რაოდენობამ.აქედან გამომდინარე, გთავაზობთ ბრიტანელი ექიმების რეკომენდაციებს გაციებასთან დაკავშირებული დაავადებების თავიდან ასაცილებლად.თუ როგორ უნდა შეაჩეროთ გაციება მანამ, სანამ ის დაიწყება, ამას ColdZyme-სა და Aisling Moran-ის გუნდი გასწავლით, რომელიც რამდენიმე მარტივ რჩევას იძლევა:ასევე საჭიროა ბალანსირებული კვება, რომელშიც შევა C, A, E, D, B6 ვიტამინებითა და ასევე თუთიით მდიდარი პროდუქტები. შეგიძლიათ ამ ვიტამინების პირდაპირ მიღებაც.გარდა ამისა, რეკომენდებულია შემდეგი დანამატების მიღება:
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/06/285461883_0:716:2048:2252_1920x0_80_0_0_c4513abc74d9666e3a8c362743e268eb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
ექვსი მარტივი მეთოდი სურდოსა და გრიპის თავიდან ასაცილებლად: ბრიტანელი ექიმების რჩევა
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. საქართველოში ახლა სეზონური ვირუსების გავრცელების აქტიური ფაზაა, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემები ადასტურებს.
ამ მონაცემების თანახმად, ქვეყანაში დომინანტური ვირუსი გრიპი გახდა.
ექიმების თქმით, ძირითადად ცირკულირებს H1N1დაH1N3 ვირუსები, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა, თავის, სახსრების ტკივილი და გამოხატული სისუსტე ახასიათებს.
იგივე ვითარებაა მთელ მსოფლიოში. როგორც ჯანმოს დირექტორი ტედროს გებრეიესუსი აცხადებს, ბოლო რამდენიმე კვირაში ბევრ ქვეყანაში მოიმატა როგორც კოვიდის, ისე გრიპისა და სხვა რესპირატორული დაავადებების რაოდენობამ.
აქედან გამომდინარე, გთავაზობთ ბრიტანელი ექიმების
რეკომენდაციებს გაციებასთან დაკავშირებული დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
თუ როგორ უნდა შეაჩეროთ გაციება მანამ, სანამ ის დაიწყება, ამას ColdZyme-სა და Aisling Moran-ის გუნდი გასწავლით, რომელიც რამდენიმე მარტივ რჩევას იძლევა:
გაციებების (ისევე, როგორც სხვა ინფექციური და ვირუსული დაავადებების, მათ შორის, COVID-19-ის) აღკვეთის უპირველესი მეთოდი — ხელების დაბანაა.
გაციება მიკრობების მეშვეობით ვრცელდება, რომლებიც ცემინებისა და ხველების დროს გამოიფრქვევა. ეს მიკრობები 24 საათის განმავლობაში ცოცხლობს ხელებზე, ამიტომ იმისათვის, რომ სურდოთი არ დაავადდეთ, ერთ-ერთი საუკეთესო გზა — ეს ხელების ხშირი დაბანაა საპნითა და თბილი წყლით. პროცესი, სულ ცოტა, 20 წამი მაინც უნდა გრძელდებოდეს, რათა ინფექციის განვითარება აღიკვეთოს.
თუ ხელებს ვერ იბანთ, მაშინ საუკეთესო გამოსავალი სპირტზე დამზადებული გელის გამოყენებაა, რომელიც ალკოჰოლის 60%-ს მაინც შეიცავს.
ასევე საჭიროა ბალანსირებული კვება, რომელშიც შევა C, A, E, D, B6 ვიტამინებითა და ასევე თუთიით მდიდარი პროდუქტები. შეგიძლიათ ამ ვიტამინების პირდაპირ მიღებაც.
გარდა ამისა, რეკომენდებულია შემდეგი დანამატების მიღება:
ექინაცეა — კვლევებით დადასტურდა, რომ ეს ბალახი გაციებისგან იცავს ორგანიზმს (თუმცა საჭიროებს დამატებითი კვლევების ჩატარებას);
შავი ანწლის ექსტრაქტი — ამცირებს გრიპის ხანგრძლივობასა და სირთულეს (თუმცა კვლევები მხოლოდ ადამიანთა მცირე ჯგუფებზეა ჩატარებული);
დაძველებული ნივრის ექსტრაქტი (AGE) – ზოგი კვლევა აჩვენებს, რომ AGE-ს შეუძლია გააუმჯობესოს იმუნური უჯრედების ფუნქცია და შეამციროს გრიპისა და გაციების სიმძიმე;