Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო COVID-19-ის სტატისტიკას აღარ გამოაქვეყნებს

© AFP 2024 / HANDOUTკორონავირუსის უჯრედი მიკროსკოპის ქვეშ
კორონავირუსის უჯრედი მიკროსკოპის ქვეშ - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
გამოწერა
უწყებაში ეს გადაწყვეტილება კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების კლებით ახსნეს.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მოქალაქეებისთვის COVID-19-ის შესახებ ყოველთვიური სტატისტიკის მიწოდება შეწყვიტა, განაცხადეს უწყებაში.
ბოლო დროს ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენცია შეინიშნება და ეპიდსიტუაცია შედარებით სტაბილურია. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროში ვერ ხედავენ აუცილებლობას, რომ ვირუსით დაავადების შემთხვევების სტატისტიკა გამოაქვეყნონ.
ამავდროულად საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გააგრძელებს მონაცემების შეგროვებასა და მონიტორინგს. დაინტერესებულ პირებს ორგანიზაციისგან საჭირო ინფორმაციის ოფიციალურად გამოთხოვა შეუძლიათ.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან სტატისტიკას მოსახლეობას ყოველდღიურად აცნობდნენ. მიმდინარე წლის მაისიდან სტატისტიკის განახლება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გვერდზე ყოველკვირეულად ხდებოდა, ხოლო ოქტომბრიდან მისი განახლება ყოველთვიურად დაიწყეს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0