Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საიზოლაციო სივრცეები მოეწყო

© photo: Sputnikქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2022
გამოწერა
პირველ ეტაპზე საიზოლაციო სივრცეები გაიხსნა „ყაზბეგის“ და „ქუთაისის აეროპორტის“ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის და სხვა გადამდები დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით საიზოლაციო სივრცეები მოეწყო, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
პირველ ეტაპზე საიზოლაციო სივრცეები გაიხსნა „ყაზბეგის“ და „ქუთაისის აეროპორტის“ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე.
ამ ორ გამშვებ პუნქტზე მგზავრების ყველაზე დიდი რაოდენობა შემოდის. სივრცეები ჯანმოს სტანდარტების და რეკომენდაციების შესაბამისად მოეწყო.
COVID-19 საქართველოში: ბოლო კვირის მონაცემები >>
15 ივნისიდან უცხოელები და საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლისას ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტისა და უარყოფითი PCR–ტესტის წარდგენისგან გათავისუფლდნენ.
2022 წლის თებერვლიდან საქართველოში ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ გაუმჯობესება დაიწყო, შესაბამისად, ხელისუფლებამ კოვიდ-შეზღუდვების გაუქმება დაიწყო. ან დროისთვის საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული არც ერთი შეზღუდვა არ მოქმედებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1.738.785 შემთხვევა. კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით 16.890 ადამიანი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო - შემოსავლების სამსახური
ყველა ახალი ამბავი
0