Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: ბოლო კვირის მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2022
გამოწერა
შვიდდღიანი ტესტირების დადებითობის საშუალო მაჩვენებელია 16,98%.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო კვირაში (14–21 აგვისტო) კორონავირუსის 12.595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1.738.785 შემთხვევა.
ბოლო კვირაში გამოჯანმრთელდა 12.329 ადამიანი (პანდემიის დასაწყისიდან – 1.704.716).
კვირის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა ექვსი პაციენტი, პანდემიის დასაწყისიდან – 16.890 ადამიანი.
ბოლო კვირაში ჩატარებულია 74.171 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 67.602, PCR–ტესტით – 6.569.
ბოლო შვიდ დღეში დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 16,98%-ია.
კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ამგვარია:
თბილისი – 5.397
იმერეთი – 1.921
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 1.158
აჭარა – 862
კახეთი – 790
გურია – 704
შიდა ქართლი – 627
ქვემო ქართლი – 606
მცხეთა-მთიანეთი – 221
სამცხე-ჯავახეთი – 169
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 140
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0