https://sputnik-georgia.com/20230505/covid-19-pandemia-dasrulda-janmo-277385652.html
COVID-19-ის პანდემია დასრულდა - ჯანმოს ხელმძღვანელის განცხადება
COVID-19-ის პანდემია დასრულდა - ჯანმოს ხელმძღვანელის განცხადება
Sputnik საქართველო
საქართველოში სამი წლის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1.825 ათასს მიაღწია, აქედან 16.965 ადამიანი გარდაიცვალა. 05.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-05T20:43+0400
2023-05-05T20:43+0400
2023-08-17T18:17+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
ჯანმო
მსოფლიოს ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/19/267877026_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_f0ec487b05a5876b0ddd25abd4c8f49f.jpg
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) გლობალური პანდემია COVID-19-ის 2020 წელს გამოცხადებული სტატუსი შეცვალა, განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ბრიფინგზე.ჯანმომ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 30 იანვარს გამოაცხადა. ორგანიზაციამ სამი წლის განმავლობაში დააფიქსირა 7 მილიონი გარდაცვალება, მაგრამ რეალური რაოდენობა შესაძლოა 20 მილიონსაც აღწევდეს, აღნიშნა გებრეიესუსმა.როგორც გებრეიესუსმა აღნიშნა, ჯანმო COVID-19-ს მსოფლიო საგანგებო საფრთხედ აღარ მიიჩნევს.საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამის შემდეგ დაავადებულების რიცხვმა სწრაფად იმატა. ხელისუფლებამ ოფიციალურად აღიარა, რომ დაიწყო ისეთი ინფექციის პანდემია, რომლის შესახებ მსოფლიომ, პრაქტიკულად, არაფერი იცოდა.კოვიდის საწინააღმდეგო ბივალენტური ვაქცინა საქართველოში შემოდგომაზე იქნება ხელმისაწვდომი>>ყველაზე მეტი შემთხვევა საქართველოში 2022 წელს დაფიქსირდა, როდესაც ერთ დღეში 26 ათასი ახალი შემთხვევა გამოავლინეს.სამი წლის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობამ ქვეყანაში 1.825 ათასს მიაღწია. გარდაიცვალა 16.965 ადამიანი.საქართველოში 2023 წლის 1 იანვრიდან ინფიცირებულთა რაოდენობა დღეში 200-დან 500-მდე მერყეობდა. ამჟამად ინფიცირებულების მაქსიმალური რაოდენობაა 450, ხოლო მინიმალური – 200–300.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/19/267877026_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_c7f0e328f95ca8ab3c390db742cc2b73.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ჯანმო , მსოფლიოს ახალი ამბები, covid-19
ახალი ამბები, ჯანმო , მსოფლიოს ახალი ამბები, covid-19
COVID-19-ის პანდემია დასრულდა - ჯანმოს ხელმძღვანელის განცხადება
20:43 05.05.2023 (განახლებულია: 18:17 17.08.2023) საქართველოში სამი წლის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1.825 ათასს მიაღწია, აქედან 16.965 ადამიანი გარდაიცვალა.
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) გლობალური პანდემია COVID-19-ის 2020 წელს გამოცხადებული სტატუსი შეცვალა, განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ბრიფინგზე.
ჯანმომ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 30 იანვარს გამოაცხადა. ორგანიზაციამ სამი წლის განმავლობაში დააფიქსირა 7 მილიონი გარდაცვალება, მაგრამ რეალური რაოდენობა შესაძლოა 20 მილიონსაც აღწევდეს, აღნიშნა გებრეიესუსმა.
„ჯანმოს ექსპერტთა კომიტეტმა COVID-19-თან დაკავშირებულ საგანგებო სიტუაციების საკითხებში შემომთავაზა საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობის დასრულება. მე გავითვალისწინე ეს რჩევა და გამოვაცხადე პანდემიის დასრულების შესახებ“, – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.
როგორც გებრეიესუსმა აღნიშნა, ჯანმო COVID-19-ს მსოფლიო საგანგებო საფრთხედ აღარ მიიჩნევს.
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამის შემდეგ დაავადებულების რიცხვმა სწრაფად იმატა. ხელისუფლებამ ოფიციალურად აღიარა, რომ დაიწყო ისეთი ინფექციის პანდემია, რომლის შესახებ მსოფლიომ, პრაქტიკულად, არაფერი იცოდა.
ყველაზე მეტი შემთხვევა საქართველოში 2022 წელს დაფიქსირდა, როდესაც ერთ დღეში 26 ათასი ახალი შემთხვევა გამოავლინეს.
სამი წლის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობამ ქვეყანაში 1.825 ათასს მიაღწია. გარდაიცვალა 16.965 ადამიანი.
საქართველოში 2023 წლის 1 იანვრიდან ინფიცირებულთა რაოდენობა დღეში 200-დან 500-მდე მერყეობდა. ამჟამად ინფიცირებულების მაქსიმალური რაოდენობაა 450, ხოლო მინიმალური – 200–300.