https://sputnik-georgia.com/20230420/koronavirusis-sawinaarmdego-bivalenturi-vaqcina-saqartvelosi-semodgomaze-iqneba-xelmisawvdomi-276899634.html
კოვიდის საწინააღმდეგო ბივალენტური ვაქცინა საქართველოში შემოდგომაზე იქნება ხელმისაწვდომი
კოვიდის საწინააღმდეგო ბივალენტური ვაქცინა საქართველოში შემოდგომაზე იქნება ხელმისაწვდომი
Sputnik საქართველო
საქართველოში სპეციალისტები დგანან არჩევანის წინაშე – რომელი ვაქცინა შეარჩიონ რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის. 20.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-20T10:03+0400
2023-04-20T10:03+0400
2023-08-17T18:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1b/263930162_0:176:3016:1873_1920x0_80_0_0_4005127148454befca8a9ca2359a3276.jpg
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ორმაგი (ბივალენტური) ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, 2023 წლის შემოდგომისთვის გამოჩნდება, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.ბივალენტურ ვაქცინაში არის ორი ტიპის ანტიგენი. ის მუშაობს როგორც კოვიდის თავდაპირველი ვარიანტის (უჰანის) წინააღმდეგ, ასევე ომიკრონის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ. ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ისევე, როგორც გრიპის ვაქცინა, საქართველოში წელიწადში ერთხელ იქნება ხელმისაწვდომი რისკ-ჯგუფის პაციენტებისთვის.როგორ იმოქმედებს კორონავირუსის ახალი შტამი ეპიდვითარებაზე - ინფექციონისტის განმარტება >>ბოლო მონაცემებით, საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1.825 ათასს მიაღწია, აქედან 16.965 ადამიანი გარდაიცვალა.2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა დღეში 200-დან 500-მდე მერყეობს. მარტში ინფიცირებულთა მაქსიმალური რაოდენობა დღეში 450 ადამიანი იყო, მინიმალური კი 200-300.დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო კვირების განმავლობაში ლაბორატორიულად დადასტურებული ინფექციების 2-5%-ს კორონავირუსი შეადგენს.ამერიკული კომპანია Moderna-ს გაუმჯობესებული ბივალენტური ვაქცინის შემქმნელები აცხადებენ, რომ ის იძლევა დამატებით დაცვას ვირუსის სხვადასხვა შტამებისგან. უპირველეს ყოვლისა, აცრიან რისკის ქვეშ მყოფ პირებს და ყველას, ვინც 50 წელს არის გადაცილებული.საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1b/263930162_143:0:2874:2048_1920x0_80_0_0_8adc8841a4371e464e4f0b178513b0f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, covid-19
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, covid-19
კოვიდის საწინააღმდეგო ბივალენტური ვაქცინა საქართველოში შემოდგომაზე იქნება ხელმისაწვდომი
10:03 20.04.2023 (განახლებულია: 18:17 17.08.2023) საქართველოში სპეციალისტები დგანან არჩევანის წინაშე – რომელი ვაქცინა შეარჩიონ რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის.
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ორმაგი (ბივალენტური) ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, 2023 წლის შემოდგომისთვის გამოჩნდება, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
ბივალენტურ ვაქცინაში არის ორი ტიპის ანტიგენი. ის მუშაობს როგორც კოვიდის თავდაპირველი ვარიანტის (უჰანის) წინააღმდეგ, ასევე ომიკრონის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ. ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ისევე, როგორც გრიპის ვაქცინა, საქართველოში წელიწადში ერთხელ იქნება ხელმისაწვდომი რისკ-ჯგუფის პაციენტებისთვის.
„ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება 2023-2024 წლის ზამთრის სეზონისთვის მზადება, სადაც დადგება საკითხი, რისკის ჯგუფებისთვის გრიპთან ერთად რომელი ვაქცინა უნდა შეარჩიოს ქვეყანამ. ბივალენტური ვაქცინის ერთი კომპონენტი თავდაპირველი შტამის წინააღმდეგ მოქმედებს, მეორე კი "ომიკრონის“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1.825 ათასს მიაღწია, აქედან 16.965 ადამიანი გარდაიცვალა.
2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა დღეში 200-დან 500-მდე მერყეობს. მარტში ინფიცირებულთა მაქსიმალური რაოდენობა დღეში 450 ადამიანი იყო, მინიმალური კი 200-300.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო კვირების განმავლობაში ლაბორატორიულად დადასტურებული ინფექციების 2-5%-ს კორონავირუსი შეადგენს.
ამერიკული კომპანია Moderna-ს გაუმჯობესებული ბივალენტური ვაქცინის შემქმნელები აცხადებენ, რომ ის იძლევა დამატებით დაცვას ვირუსის სხვადასხვა შტამებისგან. უპირველეს ყოვლისა, აცრიან რისკის ქვეშ მყოფ პირებს და ყველას, ვინც 50 წელს არის გადაცილებული.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.