Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში ეპიდვითარება სტაბილურია - თენგიზ ცერცვაძე

© courtesy of Tengiz Tsertsvadzeთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2022
გამოწერა
მიუხედავად ახალი შემთხვევების ზრდისა და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლისა, საქართველოში უკვე მეხუთე თვეა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მინიმალურ დონეზეა შენარჩუნებული.
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რჩება სტაბილური კორონავირუსის ახალი შემთხვევების მცირე მატების ტენდენციით, დაწერა სოციალურ ქსელში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.
„ბოლო ერთი კვირის მანძილზე გამოვლინდა COVID-19-ის 13.737 ახალი შემთხვევა, მაშინ, როდესაც წინა კვირას დაფიქსირდა 12.535 ახალი შემთხვევა. ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 13.299 აქტიური შემთხვევა გვაქვს“, – დაწერა ცერცვაძემ.
ინფექციონისტის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოება ჯანდაცვის სისტემის მიერ საიმედოდაა უზრუნველყოფილი, ყველა პაციენტს მიეწოდება დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, ინფექციისთვის დამახასიათებელი ჩვენებების გამოვლენის შემთხვევაში კი ხდება მათი მკურნალობა ყველაზე თანამედროვე მედიკამენტებითა და მეთოდებით.

„გასულ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებისა და ლეტალობის მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში დაახლოებით იგივე იყო, რაც წინა კვირებში: დღეში საშუალოდ 1 მლნ ახალი შემთხვევა და 2 ათასზე მეტი გარდაცვალება, რაც პანდემიის პიკურ მაჩვენებლებზე ნაკლებია“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ინფიცირების 1.749.419 შემთხვევაა დაფიქსირებული. გასულ კვირაში ინფექცია 14.486-მა ადამიანმა დაამარცხა. ბოლო შვიდ დღეში კორონავირუსით გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა სამი პაციენტი, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი 16.892.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0