თეა წულუკიანი (დაიბადა 1975 წელს) - ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი 2012 წლიდან. დაიბადა თბილისში. 1992 წელს საფრანგეთში დაამთავრა ლიონის ამპერის სახელობის ლიცეუმი. შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1997 წელს. მაგისტრის ხარისხი 2000 წელს დაიცვა საფრანგეთის მართვის სკოლაში საჯარო ადმინისტრაციაში. 2000-2010 წლებში მუშაობდა ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2010 წელს გაწევრიანდა პარტიას - ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები. 2012 წელს მოხვდა პარლამენტში კოალიციიდან ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება. გახდა ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან არის იუსტიციის მინისტრი.

გაეცანით სიახლეებს თეა წულუკიანის შესახებ Sputnik-საქართველოს მეშვეობით.

 

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0