https://sputnik-georgia.com/20250206/elcebi-uxesad-erevian-saqartvelos-sida-saqmeebsi-premieri-292037493.html
ელჩები უხეშად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში - პრემიერი
ელჩები უხეშად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში - პრემიერი
Sputnik საქართველო
მომავალშიც ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სწორედ დამოუკიდებლად, საქართველოს ხელისუფლების მიერ, ექსკლუზიურად საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად... 06.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-06T22:29+0400
2025-02-06T22:29+0400
2025-02-07T12:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
თეა წულუკიანი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291208539_0:38:2044:1188_1920x0_80_0_0_5cf4b7e0fb37598cbe1ce854fbf062f1.jpg
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. კონკრეტული ელჩები ერეოდნენ და ახლაც უხეშად ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გუშინ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება აპირებს ბოლო მოუღოს დასავლური საელჩოებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების „დიქტატურას“ ქართულ პოლიტიკაში. მისი თქმით, აშშ-ის საელჩო და სხვა საელჩოები სულ მცირე არაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოში ასეთი ძლიერი პოლარიზაცია არ იყოს.პრემიერის თქმით, ეს ყველაფერი Deep State-ის საქმიანობის შედეგია.„არიან კონკრეტული ელჩები, რომლებიც მიყვებიან Deep State-ის ინსტრუქციებს. ეს უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში. მადლობა ღმერთს, განსხვავებით იგივე რამდენიმე წლის წინანდელი მდგომარეობისგან, დღეს აღარ აქვს არავის იმის საშუალება, რომ უხეშად განახორციელოს ჩარევა ჩვენს შიდა საქმეებში. კანონები იწერება საქართველოს პარლამენტში, კანონები აღსრულდება საქართველოს მთავრობაში. ეს არის ის, როგორც უნდა მოქმედებდეს სუვერენული ხელისუფლება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას“ - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც ამერიკისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე პრინციპული გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.როგორც პრემიერმა აღნიშნა, მომავალშიც ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სწორედ დამოუკიდებლად, საქართველოს ხელისუფლების მიერ, ექსკლუზიურად საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად.საქართველო და დასავლეთისაქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს. საქართველოს ხელისუფლება ამ დისტანცირებას ხსნის იმით, რომ დასავლეთის ქვეყნებს არ მოსწონთ საქართველოს პოზიცია უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის საკითხზე და მისი მისწრაფება, შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.ევროკავშირმა გაყინა ურთიერთობები საქართველოსთან, უარი თქვა მაღალი რანგის შეხვედრებზე, შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია - არგუმენტად დასახელდა მოლაპარაკებების დასაწყებად პირობების არშესრულება.შეერთებულმა შტატებმა ასევე შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა და დაფინანსების ნაწილი. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილს შეერთებულმა შტატებმა ფინანსური სანქციები დაუწესა.ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ და უკრაინამ სავიზო სანქციები დაუწესეს 200-მდე მაღალჩინოსანს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291208539_207:0:1839:1224_1920x0_80_0_0_3f55a579f35e298d0ed988e91a27011b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , თეა წულუკიანი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , თეა წულუკიანი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ელჩები უხეშად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში - პრემიერი
22:29 06.02.2025 (განახლებულია: 12:48 07.02.2025) მომავალშიც ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სწორედ დამოუკიდებლად, საქართველოს ხელისუფლების მიერ, ექსკლუზიურად საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. კონკრეტული ელჩები ერეოდნენ და ახლაც უხეშად ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გუშინ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება აპირებს ბოლო მოუღოს დასავლური საელჩოებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების „დიქტატურას“ ქართულ პოლიტიკაში. მისი თქმით, აშშ-ის საელჩო და სხვა საელჩოები სულ მცირე არაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოში ასეთი ძლიერი პოლარიზაცია არ იყოს.
„იყო ძალიან მძიმე პროცესები, ძალიან მძიმე ფაქტები, კონკრეტული ელჩები ცდილობდნენ და ზოგიერთი მათგანი დღემდე ცდილობს უხეშად ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, რაც, მათ შორის კონკრეტულ კონვენციებს ეწინააღმდეგება, რომლებითაც არიან შეზღუდული უცხოელი დიპლომატები“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ეს ყველაფერი Deep State-ის საქმიანობის შედეგია.
„არიან კონკრეტული ელჩები, რომლებიც მიყვებიან Deep State-ის ინსტრუქციებს. ეს უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში. მადლობა ღმერთს, განსხვავებით იგივე რამდენიმე წლის წინანდელი მდგომარეობისგან, დღეს აღარ აქვს არავის იმის საშუალება, რომ უხეშად განახორციელოს ჩარევა ჩვენს შიდა საქმეებში. კანონები იწერება საქართველოს პარლამენტში, კანონები აღსრულდება საქართველოს მთავრობაში. ეს არის ის, როგორც უნდა მოქმედებდეს სუვერენული ხელისუფლება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას“ - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც ამერიკისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე პრინციპული გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მომავალშიც ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სწორედ დამოუკიდებლად, საქართველოს ხელისუფლების მიერ, ექსკლუზიურად საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად.
საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს. საქართველოს ხელისუფლება ამ დისტანცირებას ხსნის იმით, რომ დასავლეთის ქვეყნებს არ მოსწონთ საქართველოს პოზიცია უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის საკითხზე და მისი მისწრაფება, შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.
ევროკავშირმა გაყინა ურთიერთობები საქართველოსთან, უარი თქვა მაღალი რანგის შეხვედრებზე, შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია - არგუმენტად დასახელდა მოლაპარაკებების დასაწყებად პირობების არშესრულება.
შეერთებულმა შტატებმა ასევე შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა და დაფინანსების ნაწილი. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილს შეერთებულმა შტატებმა ფინანსური სანქციები დაუწესა.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ და უკრაინამ სავიზო სანქციები დაუწესეს 200-მდე მაღალჩინოსანს.