https://sputnik-georgia.com/20231010/konservatori-kulturis-saministros-winaarmdeg-dava-sasamartlomde-mivida-283165196.html
კონსერვატორია კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ: დავა სასამართლომდე მივიდა
კონსერვატორია კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ: დავა სასამართლომდე მივიდა
კონსერვატორიის რექტორის არჩევნების პროცესი სერიოზული კამათის საგანი გახდა. 10.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-10T18:08+0400
2023-10-10T18:08+0400
2023-10-10T21:47+0400
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
თეა წულუკიანი
თბილისის საქალაქო სასამართლო
ახალი ამბები
საზოგადოება
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24463/22/244632259_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_a97dd45191621f2dd20701a1a6fe6121.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შუამდგომლობა მოთხოვნით – აეკრძალოს სამინისტროს კონსერვატორიის რექტორის არჩევის პროცესში ჩარევა. ამის შესახებ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. რექტორის არჩევნების პროცედურა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით გაუქმდა. რექტორს კონსერვატორიის საბჭო ირჩევდა, რომელიც შვიდი წევრისგან შედგება. კონსერვატორიის წარმომადგენლებსა და კულტურის სამინისტროს შორის მოლაპარაკებების შემდეგ კონსერვატორიას, კანონის შესაბამისად, არჩევნების პროცედურის მოსამზადებლად დრო მიეცა. თბილისის კონსერვატორიასთან კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება გააპროტესტეს - ვიდეო>>მოგვიანებით გაირკვა, რომ 2023 წლის 2 ოქტომბერს კონსერვატორიამ სამინისტროს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომელსაც ხელს აწერს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ბულია. კონსერვატორიამ მოითხოვა მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე სამინისტროსთვის ისეთი მოქმედებების აკრძალვა, რომლებიც დაუკავშირდება კონსერვატორიის რექტორის არჩევნებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ამგვარად, მინისტრის 25 სექტემბრის ბრძანება ძალაში რჩება და კონსერვატორიის რექტორის არჩევნები არ ჩატარდება, თუ კონსერვატორია შესაბამის იურიდიულ დოკუმენტაციას კანონთან შესაბამისობაში არ მოიყვანს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24463/22/244632259_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_74afe307111cd771a9cc3426bdb3af4a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თეა წულუკიანი , თბილისის საქალაქო სასამართლო, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თეა წულუკიანი , თბილისის საქალაქო სასამართლო, ახალი ამბები, საზოგადოება
კონსერვატორია კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ: დავა სასამართლომდე მივიდა
18:08 10.10.2023 (განახლებულია: 21:47 10.10.2023) კონსერვატორიის რექტორის არჩევნების პროცესი სერიოზული კამათის საგანი გახდა.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შუამდგომლობა მოთხოვნით – აეკრძალოს სამინისტროს კონსერვატორიის რექტორის არჩევის პროცესში ჩარევა. ამის შესახებ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
რექტორის არჩევნების პროცედურა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით გაუქმდა. რექტორს კონსერვატორიის საბჭო ირჩევდა, რომელიც შვიდი წევრისგან შედგება.
კონსერვატორიის წარმომადგენლებსა და კულტურის სამინისტროს შორის მოლაპარაკებების შემდეგ კონსერვატორიას, კანონის შესაბამისად, არჩევნების პროცედურის მოსამზადებლად დრო მიეცა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ 2023 წლის 2 ოქტომბერს კონსერვატორიამ სამინისტროს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომელსაც ხელს აწერს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ბულია.
კონსერვატორიამ მოითხოვა მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე სამინისტროსთვის ისეთი მოქმედებების აკრძალვა, რომლებიც დაუკავშირდება კონსერვატორიის რექტორის არჩევნებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
„კონსერვატორიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა 29 სექტემბრის შეხვედრაზე, სავარაუდოდ, აირჩია მოჩვენებითი თანამშრომლობის გზა, რითაც შეეცადა დროის მოგებას იმ იმედით, რომ სასამართლო მინისტრის ბრძანების მოქმედებას შეაჩერებდა და რექტორის არჩევნები ჩატარდებოდა არაერთი სამართლებრივი ხარვეზით, როგორც მოხდა წარსულში, კერძოდ, 2019 წელს", – განაცხადეს სამინისტროში და აღნიშნეს, რომ "როგორც ჩანს, კონსერვატორიაში გარკვეულმა ძალებმა საბოლოოდ აირჩიეს სამინისტროსთან კონფრონტაციის გზა".
ამგვარად, მინისტრის 25 სექტემბრის ბრძანება ძალაში რჩება და კონსერვატორიის რექტორის არჩევნები არ ჩატარდება, თუ კონსერვატორია შესაბამის იურიდიულ დოკუმენტაციას კანონთან შესაბამისობაში არ მოიყვანს.