https://sputnik-georgia.com/20230602/wulukianis-komentari-zurabisvilisevroparlamentsi-gamosvlaze-278235959.html
წულუკიანი: საქართველოს პრეზიდენტმა რიტორიკა შეცვალა
წულუკიანი: საქართველოს პრეზიდენტმა რიტორიკა შეცვალა
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ევროპარლამენტში გაცილებით უფრო ადეკვატური იყო, რაც მისასალმებელია, განაცხადა... 02.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-02T22:53+0400
2023-06-02T22:53+0400
2023-06-02T22:53+0400
საქართველო
ახალი ამბები
პოლიტიკა
თეა წულუკიანი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24854/60/248546069_0:145:2048:1297_1920x0_80_0_0_b1b758eed02f4801a881640795aafa87.jpg
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ევროპარლამენტში გაცილებით უფრო ადეკვატური იყო, რაც მისასალმებელია, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა.ევროპარლამენტში გამოსვლისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ ისტორიულად დაიმსახურა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ამ სტატუსის მისაღებად რეკომენდაციების შესრულება ნიშნავს ქვეყნის დაბრუნებას ევროპულ ფესვებთან. ამასთან, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ ბევრი გააკეთა სტატუსის მოსაპოვებლად, მათ შორის რეფორმების თვალსაზრისით, და რომ საქართველოს მოსახლეობა პროევროპულ ღირებულებებს ემხრობა.ვიცეპრემიერმა გამოთქვა იმედი, რომ რიტორიკა, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის და არა რაიმე პოლიტიკურ, ვიწრო პარტიულ ინტერესზე, კვლავაც გაგრძელდება.მანამდე ზურაბიშვილმა პარლამენტში ბოლო გამოსვლისას მმართველი პარტია ქვეყნის პროდასავლური კურსიდან გადახვევაში დაადანაშაულა. პრეზიდენტის თქმით, 2021 წლიდან დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია", რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24854/60/248546069_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_6b2e0ad0005d763325ffede377ecabe5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, პოლიტიკა, თეა წულუკიანი , სალომე ზურაბიშვილი , საქართველოს პრეზიდენტი
საქართველო, ახალი ამბები, პოლიტიკა, თეა წულუკიანი , სალომე ზურაბიშვილი , საქართველოს პრეზიდენტი
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ევროპარლამენტში გაცილებით უფრო ადეკვატური იყო, რაც მისასალმებელია, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა.
ევროპარლამენტში გამოსვლისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ ისტორიულად დაიმსახურა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ამ სტატუსის მისაღებად რეკომენდაციების შესრულება ნიშნავს ქვეყნის დაბრუნებას ევროპულ ფესვებთან. ამასთან, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ ბევრი გააკეთა სტატუსის მოსაპოვებლად, მათ შორის რეფორმების თვალსაზრისით, და რომ საქართველოს მოსახლეობა პროევროპულ ღირებულებებს ემხრობა.
„ვიხილეთ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში და არ შეიძლება, არ მივესალმოთ, რომ მას რიტორიკა აქვს შეცვლილი. შეცვლილი რიტორიკა არის ბევრად უფრო ადეკვატური, ბევრად უფრო ორიენტირებული საერთო სახელმწიფო მიზანზე“,— განუცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებს
ვიცეპრემიერმა გამოთქვა იმედი, რომ რიტორიკა, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის და არა რაიმე პოლიტიკურ, ვიწრო პარტიულ ინტერესზე, კვლავაც გაგრძელდება.
„ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი მიზანი — ჩვენმა სახელმწიფომ მიიღოს ის სტატუსი, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის, ბრიუსელმა მიიღოს ის სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს“, — განაცხადა წულუკიანმა.
მანამდე ზურაბიშვილმა პარლამენტში ბოლო გამოსვლისას მმართველი პარტია ქვეყნის პროდასავლური კურსიდან გადახვევაში დაადანაშაულა. პრეზიდენტის თქმით, 2021 წლიდან დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია", რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.