https://sputnik-georgia.com/20231214/aranairi-dabrkoleba-ar-aris-wulukiani-statusze-284946330.html
არანაირი დაბრკოლება არ არის - წულუკიანი საქართველოსთვის სტატუსის მონიჭებაზე
არანაირი დაბრკოლება არ არის - წულუკიანი საქართველოსთვის სტატუსის მონიჭებაზე
Sputnik საქართველო
უარყოფითი გადაწყვეტილება ნეგატიურად, პირველ რიგში, ევროკავშირზე აისახება, აღნიშნა პოლიტიკოსმა. 14.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-14T15:17+0400
2023-12-14T15:17+0400
2023-12-14T15:17+0400
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
თეა წულუკიანი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკომისია
ევროკავშირი
უნგრეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/15/270634352_0:165:1600:1066_1920x0_80_0_0_49ea2ff07bea2d9a72f0538914d3ec9d.jpg
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. უნგრეთი საქართველოს კარგი მეგობარია, ამიტომ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის წარდგენისთვის არანაირი თეორიული დაბრკოლებაც არ არსებობს, განაცხადა ქვეყნის ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა. ქართველმა ოპოზიციონერებმა უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს, რომელიც დეკემბრის სამიტზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თემაზე მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგია, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში დაბრკოლება უწოდეს. მათი თქმით, ორბანი არის პრორუსი პოლიტიკოსი, რომელიც აშანტაჟებს ევროკავშირს და არის მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ერთადერთი მოკავშირე. ვიცე-პრემიერის თქმით, დადებითი გადაწყვეტილება საქართველოსთვის გარდაუვალია. „თუ მაინც მოხდა სხვა რამ, ეს, პირველ რიგში, ევროკავშირისთვის იქნება საზიანო და მგონია, რომ ისინი ამას არ დაუშვებენ", - აღნიშნა წულუკიანმა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა. პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან. პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ. 2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა. 2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა. საქართველო ევროპის სატრანსპორტო ქსელში ინტეგრაციისთვის დიდ პროექტებს ახორციელებს>>2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას. ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.
საქართველო
ევროკავშირი
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/15/270634352_201:167:1400:1066_1920x0_80_0_0_972867497cd16ea1474bf083d8b40698.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, თეა წულუკიანი , ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, ევროკავშირი , უნგრეთი
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, თეა წულუკიანი , ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, ევროკავშირი , უნგრეთი
არანაირი დაბრკოლება არ არის - წულუკიანი საქართველოსთვის სტატუსის მონიჭებაზე
უარყოფითი გადაწყვეტილება ნეგატიურად, პირველ რიგში, ევროკავშირზე აისახება, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. უნგრეთი საქართველოს კარგი მეგობარია, ამიტომ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის წარდგენისთვის არანაირი თეორიული დაბრკოლებაც არ არსებობს, განაცხადა ქვეყნის ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა.
ქართველმა ოპოზიციონერებმა უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს, რომელიც დეკემბრის სამიტზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თემაზე მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგია, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში დაბრკოლება უწოდეს. მათი თქმით, ორბანი არის პრორუსი პოლიტიკოსი, რომელიც აშანტაჟებს ევროკავშირს და არის მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ერთადერთი მოკავშირე.
„ჩვენ გვყავს ძალიან კარგი მეგობარი უნგრეთის და მისი ხელისუფლების სახით და არა მხოლოდ ისინი... ჩვენ თეორიულადაც არ ვუშვებთ იმას, რომ რაიმე ტიპის შეფერხება იქნება 15 დეკემბრისთვის, თუმცა სანამ გადაწყვეტილება არ არის, როდესაც ლიდერები მაგიდასთან სხდებიან, თეორიულად იქ შეიძლება ყველაფერი მოხდეს. მაგრამ ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები", - განაცხადა წულუკიანმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, დადებითი გადაწყვეტილება საქართველოსთვის გარდაუვალია.
„თუ მაინც მოხდა სხვა რამ, ეს, პირველ რიგში, ევროკავშირისთვის იქნება საზიანო და მგონია, რომ ისინი ამას არ დაუშვებენ", - აღნიშნა წულუკიანმა.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.
პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.
პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.
2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა.
საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.