https://sputnik-georgia.com/20231214/saqartvelo-evropis-satransporto-qselsi-integraciistvis-did-proeqtebs-axorcielebs-284931502.html
საქართველო ევროპის სატრანსპორტო ქსელში ინტეგრაციისთვის დიდ პროექტებს ახორციელებს
საქართველო ევროპის სატრანსპორტო ქსელში ინტეგრაციისთვის დიდ პროექტებს ახორციელებს
Sputnik საქართველო
საქართველოს სატრანზიტო როლი დიდ როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. 14.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-14T10:06+0400
2023-12-14T10:06+0400
2023-12-14T10:06+0400
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/0d/284929239_0:166:1600:1066_1920x0_80_0_0_bfb189778ba555b298800099f650544d.jpg
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველო ახორციელებს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ქვეყნის სრულ ინტეგრაციას ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელში, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ტრანსპორტის გაერთიანების მინისტერიალზე. უკვე ერთი წელია, რაც საქართველო, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, ტრანსპორტის გაერთიანებას დამკვირვებლის სახით შეუერთდა. გაერთიანება ევროკავშირის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს აერთიანებს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მონაწილე მხარეების ტრანსპორტის სფეროში ევროკავშირთან სამართლებრივ დაახლოებას და ევროპულ ბაზრებში ინტეგრაციას.შეხვედრაზე ევროკომისიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს საქართველოს, როგორც დამკვირვებელი ქვეყნის აქტიური მონაწილეობის ფაქტი ტრანსპორტის გაერთიანების სტრუქტურებსა და ღონისძიებებში. როგორც მინისტრის მოადგილემ მინისტერიალზე აღნიშნა, საქართველო ურყევად დგას ევროინტეგრაციის გზაზე, რაზეც მეტყველებს ის მნიშვნელოვანი რეფორმები და ღონისძიებები, რასაც ქვეყანა ახორციელებს. მისი თქმით, ტრანსპორტის სფეროში ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა დარჩენილი რეგულაციების და დირექტივების დანერგვის მიმართულებით. საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება პრიორიტეტშია - ვიცე-პრემიერი>>საქართველოს ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან ოფიციალურად 2016 წლის ივლისში ამოქმედდა. ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გათვალისწინებით, საქართველოს სატრანზიტო როლს დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური განვითარებისთვის. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც საქართველოს გავლით აზიასა და ევროპას აკავშირებს. აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/0d/284929239_286:232:1398:1066_1920x0_80_0_0_561874391977270377aac716dd093dba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველო ევროპის სატრანსპორტო ქსელში ინტეგრაციისთვის დიდ პროექტებს ახორციელებს
საქართველოს სატრანზიტო როლი დიდ როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველო ახორციელებს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ქვეყნის სრულ ინტეგრაციას ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელში, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ტრანსპორტის გაერთიანების მინისტერიალზე.
უკვე ერთი წელია, რაც საქართველო, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, ტრანსპორტის გაერთიანებას დამკვირვებლის სახით შეუერთდა. გაერთიანება ევროკავშირის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს აერთიანებს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მონაწილე მხარეების ტრანსპორტის სფეროში ევროკავშირთან სამართლებრივ დაახლოებას და ევროპულ ბაზრებში ინტეგრაციას.
შეხვედრაზე ევროკომისიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს საქართველოს, როგორც დამკვირვებელი ქვეყნის აქტიური მონაწილეობის ფაქტი ტრანსპორტის გაერთიანების სტრუქტურებსა და ღონისძიებებში.
როგორც მინისტრის მოადგილემ მინისტერიალზე აღნიშნა, საქართველო ურყევად დგას ევროინტეგრაციის გზაზე, რაზეც მეტყველებს ის მნიშვნელოვანი რეფორმები და ღონისძიებები, რასაც ქვეყანა ახორციელებს. მისი თქმით, ტრანსპორტის სფეროში ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა დარჩენილი რეგულაციების და დირექტივების დანერგვის მიმართულებით.
საქართველოს ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან ოფიციალურად 2016 წლის ივლისში ამოქმედდა.
ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გათვალისწინებით, საქართველოს სატრანზიტო როლს დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური განვითარებისთვის. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც საქართველოს გავლით აზიასა და ევროპას აკავშირებს.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).
საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.